შინაარსზე გადასვლა

ჰასან-ჯალალიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან-ჯალალიანები
ქვეყანა არცახი
ფუძე დინასტია ბაგრატუნები, არწრუნები, არშაკიდები
ტიტულები არცახის მეფე
არცახისა და ბაღქის მეფე
ხაჩენის მთავარი
არცახის მთავარი
დამაარსებელი ჰასან-ჯალალ I
უკანასკნელი მმართველი ალავერდი II
დაარსდა 1214
ეროვნება სომხები

ჰასან-ჯალალიანები (სომხ. Հասան-Ջալալյաններ) — სომხური სამეფო დინასტია[1][2], რომელიც მართავდა არცახის სამეფოსა და ხაჩენის სამთავროს XIII-XVII საუკუნეებში. აღსანიშნავია, რომ დინასტიამ უბრალოდ დაკარგა ძალაუფლება, მისი წარმომადგენლები კი დღემდე ცხოვრობენ.

ჰასან-ჯალალიანების ზუსტი წარმომადვლობა დღემდე უცნობად რჩება. თავად დინასტიის დამაარსებელი, ჰასან-ჯალალ I აცხადებდა, რომ არშაკიანთა სამეფო დინასტიის შთამომავალი იყო. საკუთრივ არშაკიანთა დინასტია სათავეს პართიის სამეფო დინასტიისაგან იღებდა, რომლის განშტოებებიც სომხეთს, იბერიასა და ალბანეთს მართავდა.

მიუხედავად მანამდე არსებული წარმოდგენებისა, როუენის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ჰევსენმა განაცხადა, რომ ჰასან-ჯალალიანები არა არშაკიდების, არამედ ანისის სომხური სამეფოს მმართველი ბაგრატუნების დინასტიის განშტოებას წარმოადგენდა. მეცნიერების ნაწილი ამ მოსაზრებას მიემხრო, რამეთუ ჰევსენი მას მყარი ისტორიული წყაროებით ამყარებდა, თუმცა ნაწილი კვლავ უარყოფს მას, რის გამოც ჰასან-ჯალალიანთა ზუსტი ფუძე დინასტია დღემდე უცნობია.

XI-XII საუკუნეებსიათვის ჰასან-ჯალალიანები რიგითი სომეხი ნახარარები უნდა ყოფილიყვნენ ბაგრატუნების სამეფო კარზე. უკვე 1214 წლით დათარიღებული განძასარის მონასტრის წარწერა გვამცნობს ჰასან-ჯალალ I-ის მიერ დინასტიის დაარსებაზე. სწორედ აქედან მოდის დინასტიის სახელი, რომელიც შედგება დამაარსებლის სახელ ჰასან-ჯალალ-ისა და სომხური გვარების სუფიქსისაგან იან-ი.

ცნობილია, რომ აღზევებულმა ჰასან-ჯალალმა სამართავად ხაჩენის სამთავრო მიიღო. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა და მემკვიდრეებმა ეს ტიტული შეცვალეს და დაირქვეს არცახის მთავრები, შემდეგ კი ახლად ჩამოყალიბებული არცახის სამეფოს მეფეებიც გახდნენ.

ჰასან-ჯალალიანთა დროშა

ჰასან-ჯალალიანები არცახის სამეფოს 1261 წლამდე მართავდნენ, სანამ იგი ბიზანტიის იმპერიამ არ დაიპყრო. ამის შემდეგ ისინი კვლავ არცახის მთავრებად ჩამოქცეითდნენ და ეს პოზიცია 1306 წლამდე შეინარჩუნეს. ამ პერიოდის ჰასან-ჯალალიანების სახელს მიეწერება თანამედროვე სომხეთ-აზერბაიჯანის ტერიტორიებზე არაერთი კულტურულ-არქიტექტურული ძეგლის აღმართვა.

უკვე XVI საუკუნის დამლევს ჰასან-ჯალალიანები ხაჩენის სამთავროს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ჯრაბერდის, ხაჩენისა და გულისტანის სამელიქოთა მმართველები ხდებიან. კავკასიელი მელიქების, მათ შორის ჰასან-ჯალალიანებისათვისაც, ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა XVII-XVIII საუკუნის თურქულ-სპარსული შემოსევები და გაუთავებელი ომები, რის გამოც მათ უწევდათ მედროვე პოლიტიკა გაეტარებიანთ და ხან ერთის მხარე დაეჭირათ, ხან მეორის.

XIX საუკუნის დადგომასთან ერთად რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ექსპანსია დაიწყო, რაც გამოხატული იყო ადგილობრივი მონარქიების გაუქმებითა და მიერთებით. მართალია ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ჰასან-ჯალალიანები ელჩობებს აგზავნიდნენ იმპერატორ პეტრე I-თან დახმარების სათხოვნელად, თუმცა ამ დროს ისინი თავის გადასარჩენად სპარსეთის მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, 1828 წელს გაფორმებული თურქმენჩაის ხელშეკრულებით ირანმა დათმო კავკასიური მიწები, რის გამოც ჰასან-ჯალალიანთა სამელიქოებიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რუსებმა მალევე გაუუქმეს ყარაბაღის სამელიქოებს სუვერენიტეტი, რითაც დასრულდა ჰასან-ჯალალიანთა მმართველობა.

ჰასან-ჯალალიანები დღეს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ ჰასან-ჯალალიანებზე ინფორმაცია თითქმის აღარ არსებობს. გარკვეული სომხური წყაროები მოგვითხრობენ ალბანეთის ორი კათალიკოსის: ჰოვრანეს II-ისა (1763-1786) და სარგის II-ის (1794-1815) შესახებ, რომლებიც ამ დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ. ასევე გვაქვს ცნობები XIX-XX საუკუნეების რუსეთში მოღვაწე სომეხი მხატვრის, ელეონორა ჰასან-ჯალალიანის შესახებ[3]. აღსანიშნავია იმპერიული დროის გამოჩენილი პოეტი და მწერალი რუბენ ჰასან-ჯალალიანიც (1840-1902)[4]. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სომხეთის ეროვნულ კრებაში დღემდე აქტიურად მოღვაწეობს სტეფან ჰასან-ჯალალიანი[5].

  • Hewsen, Robert H. "The Kingdom of Arc'ax" in Medieval Armenian Culture (University of Pennsylvania Armenian Texts and Studies). Thomas J. Samuelian and Michael E. Stone (eds.) Chico, California: Scholars Press, 1984, pp. 42–68, ISBN 0-89130-642-0
  • "The Meliks of Eastern Armenia: A Preliminary Study." Revue des Études Arméniennes 9 (1972), pp. 255–329.
  • "The Meliks of Eastern Armenia: II." Revue des Études Arméniennes 10 (1973–1974), pp. 281–303.
  • "The Meliks of Eastern Armenia: III." Revue des Études Arméniennes 11 (1975–1976), pp. 219–243.
  • Esayi Hasan Jalaleants. A Brief History of the Aghuank Region, trans. by George Bournoutian. Costa Mesa, CA: Mazda Publishers, 2009.
  • (in Russian) Orbeli, Joseph. Асан Жалал дoла, Kниаз Xaчeнcки [Hasan-Jalal Dawla, Lord of Khachen]. Izvestiia Imperatorskoi Akademii Nauk 3 (1909). Reprinted in Izbrannii Trudi. Yerevan, 1963.
  • (in Russian) Raffi. The Melikdoms of Khamsa. Yerevan: Nairi, 1991.
  • (in French) Toumanoff, Cyril. "Manuel de généalogie et de chronologie pour l'histoire de la Caucasie Chrétienne (Arménie-Géorgie-Albanie)." Edizioni Aquila, Roma, 1976.
  • (in Armenian) Ulubabyan, Bagrat. Խաչենի իշխանությունը, X-XVI դարերում [The Principality of Khachen, From the Tenth to Sixteenth centuries]. Yerevan: Armenian Academy of Sciences, 1975.
  • (in Armenian) Ulubabyan, Bagrat. "Hasan-Jalal Dawla" and "Hasan-Jalalyan Family" in Armenian Soviet Encyclopedia. vol. 6. Yerevan: Armenian Academy of Sciences, 1980.
  • (in Armenian) Board of editors of the Armenian Academy of Sciences, edited by Tsatur P. Aghayan et al. "Հայ ժողովուրդը Ֆեոդալիզմի վայրԷջքի ժամանակշրջանում, XVI-XVIII դդ." [The Armenian People and the Period of Decline of Feudalism from the Fourteenth to Eighteenth Century] in History of the Armenian People. vol. 5. Yerevan: Armenian Academy of Sciences, 1976.
  1. Islam and Christianity in Medieval Anatolia / Edited by A.C.S. Peacock, Bruno De Nicola, Sara Nur Yildiz. — Routledge, 2016. — P. 82. " Under its suzerainty, a new cadre of Armenia aristocratic houses (Dop'ean, Vachutean, Proshean, Hasan-Jalalean) rose to prominence."
  2. Bayarsaikhan Dashdondog. The Mongols and the Armenians (1220-1335). — BRILL, 2010. — p. 34.:"The subjects of Iwanē's family were the Orbelians, Khaghbakians, Dopians, HasanJalalians, and others (see Map 4).18 The representatives of these major Armenian families entered into direct contact with the Mongols in order to retain their conquered lands, the discussion of which follows in nest chapters."
  3. Hewsen (1972). "The Meliks of Eastern Armenia", pp. 328-329.
  4. (in Armenian) Saghyan, M. "Ռուբեն Հասան-Ջալալյան" [Ruben Hasan-Jalalyan]. Armenian Soviet Encyclopedia. Yerevan: Armenian Academy of Sciences, 1980, vol. 7, p. 246.
  5. "Hovannisian Re-elected Heritage Party Leader"