რობერტ ჰევსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ ჰევსენი
ინგლ. Robert H. Hewsen
დაბ. თარიღი 20 მაისი, 1934(1934-05-20)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
გარდ. თარიღი 17 ნოემბერი, 2018(2018-11-17) (84 წლის)
გარდ. ადგილი ფრესნო
მოქალაქეობა  აშშ[1]
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, არმენოლოგი და ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი Rowan University, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, California State University, Fresno და კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მერილენდის უნივერსიტეტი და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი

რობერტ ჰევსენი (დ. 20 მაისი, 1934 — გ. 17 ნოემბერი, 2018) — ამერიკელი ისტორიკოსი და როუანის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი. სამხრეთ კავკასიის უძველესი ისტორიის ექსპერტი.[2] ჰევსენი ავტორია Armenia: A Historical Atlas (2001)-ის, მთავარი ცნობარის,[3] რომელიც აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი მიღწევა არმენოლოგიაში.[4][5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ ჰევსენის ნამდვილი გვარია ჰევსენიანი.[6] დაიბადა 1934 წელს ნიუ-იორკში ამერიკელი სომხების ოჯახში. მიიღო ბაკალავრის ხარისხი მერილენდის უნივერსიტეტში, ხოლო 1967 წელს დოქტორის ხარისხი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში. იმავე წელს ის შეუერთდა როუანის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტს, სადაც ის ეუფლებოდა ბიზანტიისა და რუსეთის ისტორიას 30 წლის განმავლობაში. 1999 წელს დატოვა როუანის უნივერსიტეტი, რის შემდეგადაც პროფესორი ჰევსენი ასწავლიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, კალიფორნიის ფრესნოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში.[7]

პროფესორი ჰევსენი ასევე იყო Society for the Study of Caucasia-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები
  • (2001) Armenia: A Historical Atlas. University of Chicago Press. ISBN 978-0-226-33228-4. 
  • (1982) Ethno-history and the Armenian influence upon the Caucasian Albanians. Classical Armenian culture: Influence and creativity. Philadelphia: Scholars Press. 
წიგნის თავები
  • (1984) Medieval Armenian Culture, University of Pennsylvania Armenian Texts and Studies. Chico, California: Scholars Press. 
სტატიები
  • Hewsen, Robert H. (Spring 1968). „Science in Seventh-Century Armenia: Ananias of Širak“. Isis. 59 (1): 32–45. doi:10.1086/350333. S2CID 145014073.
  • „The Autumn Glossary“. Armenian Review. 13 (3): 90–93. Autumn 1960.
  • „The Legend of Akhtamar (A Ballad)“. Armenian Review. 12 (2): 64–66. Summer 1959.
  • Anatolia and Historical Concepts // The California Institute for Ancient Studies, a Velikovskian site

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France Record #14418811d // BnF catalogue généralParis: BnF.
  2. de Waal, Thomas (2003). Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press, გვ. 156. ISBN 978-0-8147-1945-9. „...the [Caucasian] Albanian question. Fortunately, Professor Robert Hewsen of Rowan College, New Jersey, the foremost expert on this period of Caucasian history, was able to advise.“ 
  3. Hovannisian, Richard G. (2002). Armenian Tsopk/Kharpert. Mazda Publishers, გვ. xiv. „...and recently published Armenia: A Historical Atlas, a major reference work with an extensive bibliography.“ 
  4. „Armenia: A Historical Atlas by Robert H. Hewsen Review by: Michael E. Stone“. Slavic Review. 62 (1): 174–175. Spring 2003.
  5. Smith, Adam T. (2004). რედ. Tsetskhladze,Gocha: Ancient West and East, Volume 3. Brill, გვ. 186–188. 
  6. Volume 12 (1959-1960). The Armenian Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 18 August 2014
  7. News of Members. Armenian Studies Program, California State University, Fresno. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 13 მაისი 2021.