შინაარსზე გადასვლა

ჰარლან ელისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარლან ელისონი
ინგლ. Harlan Jay Ellison
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1934(1934-05-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი კლივლენდი, ოჰაიო[4]
გარდაცვალების თარიღი 28 ივნისი, 2018(2018-06-28)[10] [5] [2] [11] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია[4]
ფსევდონიმი Cheech Beldone[12] და Phil Beldone[12]
საქმიანობა სცენარისტი[13] , რომანისტი, მწერალი[13] , ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ჟურნალისტი[14] , კინოკრიტიკოსი, რედაქტორი[12] და კრიტიკოსი[13]
ეროვნება ამერიკელი ებრაელები[4]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი
Magnum opus Dangerous Visions, ბიჭი და მისი ძაღლი, მინდა ვიკივლო, და პირი არ მაქვს, მოინანიე, არლეკინ! — თქვა წიკწიკამ, Again, Dangerous Visions, The Last Dangerous Visions, Life Hutch და Harlan Ellison's Watching
ჯილდოები
მეუღლე Charlotte Stein, Billy Joyce Sanders, Lori Patrick Jones, ლორი ჰორვიცი და სიუზან ელისონი
საიტი harlanellison.com

ჰარლან ელისონი (ინგლ. Harlan Jay Ellison; დ. 27 მაისი, 1934 — გ. 28 ივნისი, 2018) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი ტალღის მიმდინარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.[15]

ელისონი დაიბადა ებრაულ ოჯახში 1934 წლის 27 მაისს,[16] კლივლენდში, ოჰაიოს შტატში.[17] მოგვიანებით ოჯახი გადავიდა პენსილვანიაში, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ 1949 წელს ოჯახი კვლავ კლივლენდში დაბრუნდა. 1953 წელს ელისონი გარიცხული იქნა ოჰაიოს უნივერსიტეტიდან პროფესორის შეურაცხყოფის გამო. 1949 წელს გაზეთ „Cleveland News“-ში გამოსცა ორი მოთხრობა.[18] 1950-იან წლებში გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ორი თვის განმავლობაში გამოსცა 100-მდე მოთხრობა და სტატია. 1957-1959 წლებში მსახურობდა აშშ-ის ჯარში.[19] 1958 წელს გამოსცა მისი პირველი რომანი „Web of the City“.[20]

გამოქვეყნებული აქვს 1700-მდე მოთხრობა, ნოველა, კომიქსის სცენარები, ესსეები და სხვა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: ტელესერიალ „ვარსკვლავური გზის“ ეპიზოდ „The City on the Edge of Forever“-ისთვის დაწერილი სცენარი; მოთხრობები: „ბიჭი და მისი ძაღლი“, „პირი არ მაქვს, და უნდა ვიკივლო“ და „მოინანიე, არლეკინ! — თქვა წიკწიკამ“

მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული პრემია, მათ შორის არის ჰიუგოს რვაგზის,[21] ნებულას ოთხგზის,[21] ბრემ სტოკერისა ხუთგზის[21] და ედგარგის ორგზის ლაურეატი.[22]

  • Nat Segaloff: A Lit Fuse: The Provocative Life of Harlan Ellison. NESFA, Framingham, Massachusetts 2017, ISBN 978-1-61037-322-7.
  • George Edgar Slusser: Harlan Ellison: Unrepentant Harlequin. The Borgo Press, San Bernardino, CA 1977, ISBN 0-89370-209-9.
  • Ellen R. Weil, Gary K Wolfe: Harlan Ellison: The Edge of Forever. The Ohio State University Press, Columbus, Ohio 2002, ISBN 0-8142-0892-4.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. SNAC — 2010.
  2. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. Encyclopædia Britannica
  4. 1 2 3 4 Sandomir R. Harlan Ellison Dies at 84; Prolific, Irascible (Science) Fiction Writer — 2018.
  5. 1 2 NooSFere — 1999.
  6. Encyclopaedia Metallum — 2002.
  7. BD Gest’
  8. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  9. Babelio — 2007.
  10. http://harlanellison.com/
  11. https://twitter.com/mcvalada/status/1012406845758062592 — 2018.
  12. 1 2 3 Národní autority České republiky
  13. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #119403374 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  14. Muck Rack — 2009.
  15. Harlan Ellison (1934–2018).
  16. Jewish Journal: "Top 5 Jewish moments in 'Trek'" by Adam Wills დაარქივებული 2016-10-09 საიტზე Wayback Machine. 7 მაისი, 2009
  17. (2002) Harlan Ellison: The Edge of Forever. Columbus, Ohio: Ohio State University Press, გვ. 23. ISBN 978-0-8142-0892-2. 
  18. Summary Bibliography: Harlan Ellison. ISFDB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2018
  19. Harlan Ellison - American author.
  20. Ellison, Harlan (2013). Web of the City. Titan Books, გვ. iv. ISBN 9781781164211. 
  21. 1 2 3 Harlan Ellison. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2018.
  22. Wyatt, Rick. Harlan Ellison's Awards. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2018.