ნებულას პრემია
| პულიცერის პრემია | |
| წარადგენს | სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ამერიკელ მწერალთა ასოციაცია |
| ქვეყანა | აშშ |
| პირველად გადაეცა | 1966 |
| nebulas.sfwa.org | |
|---|---|
ნებულას დაჯილდოება — ყოველწლიური დაჯილდოება, რომელიც აშშ-ში სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად იმართება. დაჯილდოების ორგანიზატორი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ამერიკელ მწერალთა არაკომერციული ორგანიზაციაა.
ნებულას პრემია სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ჯილდოა. ყოველწლიურად პრემია დაჯილდოების წინა წელს გამოცემული ნამუშევრებისთვის გადაეცემათ.
ნებულას პირველი დაჯილდოება 1966 წელს ჩატარდა. დღესდღეობით ჯილდოები 7 სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა, რომელთაგან 4 პრემიის დაარსების დღიდან არსებობს. ესენია: საუკეთესო რომანი, საუკეთესო ნოველა, საუკეთესო ნოველეტა და საუკეთესო მოთხრობა. დაჯილდოება ნებულას კონფერენციის ფარგლებში ტარდება, რომელიც ყოველ გაზაფხულზე აშშ-ში სხვადასხვა ადგილას იმართება.