ჰანიანგდოსეონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰეუნგინჯიმუნის ჭიშკარი, სეული, სამხრეთ კორეა

ჰანიანგდოსეონგი (კორ. 한양도성) ან ქალაქ სეულის კედელიქვისგან, ხისგან და სხვა მასალისგან აგებული კედლების კომპლექტი, აშენებულია ქალაქის დასაცავად, სეულის დამპყრობლების წინააღმდეგ. პირველად კედელი 1396 წელს აიგო ჰანიანგის (კორ. 한양, სეულის ძველი სახელი) მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩოსონის დინასტიის პერიოდში, რათა დაეცვათ და გამოეკვეთათ ქალაქის საზღვრები. იმ დროს მას ეწოდებოდა ჰანსუნგი (კორ. 한성). კედელი გადაჭიმული იყო 18.6 კილომეტრზე სეულის ოთხი შიდა მთის: ბაეგაკსანის, ნაკსანის, ნამსანისა და ინვანგსანის ქედებზე. დღესდღეობით კედლის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი აღნიშნულია, როგორც ისტორიული ძეგლი ნომერი 10(1963) და შესაბამისად დაცულია მისი კარიბჭეები, წყლის შესასვლელები და სახანძრო სასიგნალო ბორცვები. გარკვეულ მონაკვეთზე კედელს ჩაუტარდა მრავალწლიანი აღდგენითი სამუშაოები, ხანგრძლივი ნგრევის ან იმის გამო, რომ წარსულში ის მთლიანად განადგურდა.

აგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1395 წელს, მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, რაც მეფე თაეჯომ დააარსა ჩოსონის დინასტია, მან განამტკიცა მთავრობის ოფისი (დოსეონგჩუკჯოედოგამი (ჰანგული:도성축조도감; ჰანჯა:都城築造都監), რათა აეგო ციხე-დარბაზი, რომელიც დაიცავდა სეულს. მან უბრძანა ჯეონგ დო-ჯეონს, რომ მოეძებნა და გაეზომა ადგილი მის ასაშენებლად.

1396 წლის 1 იანვარს (მთვარის კალენდრით), თაეჯომ გამართა ინოვაციური ცერემონია. 197,400 ახალგაზრდა მამაკაცი 2 წლის განმავლობაში მოექცნენ რეკვიზიციის ქვეშ და ომის შემდეგ 98 დღეში დაასრულეს ციხე-დარბაზის მშენებლობა ბუგაკსანის, ნაკსანის, ნამსანისა და ინვანგსანის მთების გაყოლებაზე. კედელი შეიცავდა რვა ჭიშკარს, რომელიც თავდაპირველად აშენდა 1396-1398 წლებში.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანიანგდოსეონგი ქალაქის კედლის პარკში და ნაკსანის პარკში, სეული

თავდაპირველი კედლები გვიან XIV საუკუნეში აშენდა საშუალო ზომის მრგვალი ქვებით, რომელიც ერთმანეთზე ტალახით მაგრდებოდა. მეფე სეჯონგ დიდის მეფობის დროს შუა XV საუკუნეში, კედელზე მასშტაბული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, მათ შორის მიწისგან გაკეთებულ კედლებს ჩაენაცვლათ მართკუთხა ქვების სექციები. ძირითადი რესტავრაცია 1704 წელს მეფე სუკჯონგის დროს მოხდა. მან გადააკეთა კედლების სექციები დიდი, თანაბარი ზომის ქვის ფილებით, რომელიც იყო საბოლოო და უნიკალური მახასიათებელი ჰანიანგდოსეონგის.[1]

სეულის აღმოსავლეთ მონაკვეთი უფრო დაბალ ადგილზე იყო, ვიდრე სხვა დანარჩენი მონაკვეთები და იყო უფრო მგრძნობიარე გარე თავდასხმების მიმართ. ამრიგად, სათვალთვალო პუნქტი დაემატა ჭიშკრის გარეთა ნაწილს, რათა გაეძლიერებინათ მისი დაცვა. კედლების ნაწილი ჰეუნგინჯიმუნსა და გვანგჰუიმუნის სექციებს შორის გაფართოვდა მართკუთხა ფორმით. სახანძრო სასიგნალო ბორცვები, კიდევ ერთი თავაცვის სისტემის კომპონენტი, პირველად 1394 წელს შეიქმნა და ფუნქციონირებდა 1894 წლამდე. სიგნალები ქვეყნის მასშტაბით იგზავნებოდა ერთი ბორცვიდან მეორეზე, დღისით კვამლის, ხოლო ღამით ცეცხლის საშუალებით. სიგნალებს იღებდა სასიგნალო შუქურა, ნამსანის მწვერვალზე იდგა და გადასცემდა სამეფო სასახლეს.

შესასვლელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნგნიემუნის ჭიშკარი სეულში

ოთხი მთავარი და ოთხი დამხმარე ჭიშკარი სეულში გვიან XIV საუკუნეში აშენდა. ოთხი მთავარი ჭიშკარი იყო: ჰეუნგინჯიმუნი (აღმოსავლეთის ჭიშკარი), დონუიმუნი (დასავლეთის ჭიშკარი), სეუნგნიემუნი (სამხრეთის ჭიშკარი) და სუკჯეონგმუნი (ჩრდილოეთის ჭიშკარი). ოთხი დამხმარე ჭიშკარი: სოუიმუნი (სამხრეთ-დასავლეთით), ჩანგუიმუნი (ჩრდილო-დასავლეთით), ჰიეჰვამუნი (ჩრდილო-აღმოავლეთით) და გვანგჰუიმუნი (სამხრეთ-აღმოსავლეთით) მოთავსებული იყო ოთხ მთავარ ჭიშკარს შორის.

დღესდღეობით ამ ჭიშკრებს ან შემორჩენილი აქვთ თავდაპირველი სახე, ან ჩაუტარდათ აღდგენითი სამუშაოები: სეუნგნიემუნი (სამხრეთ კარიბჭე) და ჰეუნგინჯიმუნი (აღმოსავლეთ კარიბჭე), შესაბამისად დადგენილი არიან, როგორც ეროვნული საგანძური ნომერი 1 და საგანძური ნომერი1.

მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანიანგდოსეონგი სეულის მთავრობის მიერ განხორციელებული რესტავრაციის შემდეგ

ჰანიანგდოსეონგის მშენებლობა 30 წელში დასრულდა, მაგრამ მისი უმეტესი ნაწილი განადგურდა ქალაქის დაგეგმარების ინიციატივისა და ტრამვაის ხაზების შემოღების გამო. მიუხედავად ამისა კედლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი გადარჩა. საუკეთესოდ შემონახული და ცნობილი არის ბუკაკსანის მთის კედელი, 2.3 კილომეტრი სიგრძის ბილიკი, რომელიც კვეთს სუკჯეონგმუნს ჩანგუიმუნისგან. უფრო ადრე კედელზე ასვლა აკრძალული იყო, რადგან ჩეონგვადესთან სიახლოვის გამო ის სამხედრო სარეზერვო რაიონად იყო გამოცხადებული, საზოგადოებისთვის ის 2006 წელს გაიხსნა. წლების განმავლობაში ძალიან ცოტა ცვლილებები მოხდა ან ხელოვნური ნაგებობები აიგო კედლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი ბუნებრივი ნაშთები, ისევ ხელუხლებელია და თავდაპირველ სახეს ინარჩუნებს.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Discovering Korea (2014-07-30). „Hiking Hanyangdoseong“. Discovering Korea. Discovering Korea.
  2. Visit Korea (2014-07-30). „Hiking trip along the Wall“. Visit Korea. Visit Korea.