ჰადრონები
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჰადრონები (ძვ. ბერძნ. ἁδρός, ძლიერი, დიდი) — ძლიერად ურთიერთქმედი ელემენტარული ნაწილაკების კლასი. ჰადრონებს განეკუთვნება ყველა ბარიონი, ანტიბარიონი, მეზონი და რეზონანსი.
ჰადრონები მათი კვარკული შედგენილობით იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:
- ბარიონი — შედგება სამი კვარკისაგან.
- მეზონი — შედგება ერთი კვარკისა და ერთი ანტიკვარკისაგან. მეზონებს მიეკუთვნება პიონები (π-მეზონები) და კაონები (K-მეზონები) და სხვა უფრო მძიმე მეზონები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 585.