ანტიპროტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიპროტონი

ანტიპროტონის სტრუქტურა
ოჯახი ფერმიონი
ჯგუფი ჰადრონი, ბარიონი, N-ბარიონი, ანტინუკლონი, ანტინაწილაკი
მონაწილეობს ურთიერთქმედებაში ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული
ანტინაწილაკი პროტონი
მასა 938.2719(98) მევ
სიცოცხლის ხანგრძლივობა >7⋅105 წ.)
აღმოჩენილია ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში პროტონების დამაჩქარებელზე (1955)
სახელი მომდინარეობს ძვ. ბერძნ. ἄντα (ἀντί) [anti] — „წინააღმდეგ“, „ნაცვლად“ და πρῶτος [prōtos] — „პირველი“
კვანტური რიცხვი
ელექტრული მუხტი -1
ბარიონული მუხტი +1
სპინი ½ ħ
იზოტოპური სპინი
სხვა მონაცემები
კვანტური შემადგენლობა
დაშლის სქემა არააქვს ან ჯერ არაა ცნობილი

ანტიპროტონი (ძვ. ბერძნ. ἄντα (ἀντί) [anti] — „წინააღმდეგ“, „ნაცვლად“ და πρῶτος [prōtos] — „პირველი“; აღმნიშვნელი სიმბოლო — ) — პროტონის ანტინაწილაკი. ანტიპროტონის მასა (938,2 მეგევ) და სპინი (1/2) პროტონის მასისა და სპინის ტოლია. ელექტრული მუხტი, მაგნიტური მომენტი, ბარიონული მუხტი და იზოტოპური სპინის მესამე მდგენელი პროტონის შესაბამისი სიდიდეების საპირისპირო ნიშნისაა.

ანტიპროტონის არსებობა იწინასწარმეტყველა ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე თეორიამ, ექსპერიმენტულად კი აღმოაჩინა ე. სეგრეს ჯგუფმა 1955 წელს ბერკლიში (აშშ) ბევატრონზე სპილენძის ბირთვებისა და 6,3 გევ ენერგიამდე აჩქარებული პროტონების ურთიერთქმედებისას, რის შედეგადაც p, p წყვილები წარმოიშობა. პროტონებთან და ნეიტრონებთან დაჯახებისას ანტიპროტონი განიცდის ანიჰილაციას დიდი ენერგიის მქონე 4-5 π-მეზონის გამოსხივებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]