გრავიტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ურთიერთქმედების მაგალითი

გრავიტონი კვანტური გრავიტაციის თეორიაში — ჰიპოტეტური, მასის არმქონე ელემენტარული ნაწილაკი, გრავიტაციული ზემოქმედების გადამტანი და გრავიტაციული ველის კვანტი. აღინიშნება სიმბოლო G-თი[1] მას არ გააჩნია ელექტრული და სხვა სახის მუხტი (თუმცა გააჩნია ენერგია და ამიტომ მონაწილეობს გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში). უნდა გააჩნდეს სპინი 2 და პოლარიზაციის ორი შესაძლო მიმართულება. სავარაუდოდ, ყოველთვის მოძრაობს სინათლის სიჩქარით.

არ არსებობს გრავიტონების სრული კვანტური თეორია, ფარდობითობის ზოგად თეორიაში რენორმალიზაციის გადაუწყვეტი მათემატიკური პრობლემის გამო. სიმების თეორიაში, რომელიც ითვლება კვანტური გრავიტაციის თანმიმდევრულ თეორიად, გრავიტონი არის ფუნდამენტური სიმის მასის არმქონე მდგომარეობა.

ტერმინი „გრავიტონი“ შემოტანილ იქნა 1934 წელს საბჭოთა ფიზიკოსების დ.ბლოხინცევის და ფ.გალპერინის მიერ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. G გამოიყენება, რადგან სიმბოლო g-თი აღინიშნება ნაწილაკი გლუონი.
  2. Blokhintsev, D. I.; Gal'perin, F. M. (1934). "Гипотеза нейтрино и закон сохранения энергии" [Neutrino hypothesis and conservation of energy]. Pod Znamenem Marxisma (in Russian). 6: 147–157. ISBN 9785040089567