ჯუმბერ შარიქაძე
ჯუმბერ შარიქაძე (დ. 5 სექტემბერი, 1939, ზესტაფონი) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წელს დაამთავრა ქალაქ ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი.
1965-1968 წლებში მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „პრიბელხაშუსტროიში“ („ბალხაშპირეთმშენში“) მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. 1968 წელს გადაიყვანეს სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ყაზტრანსმშენის“ მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად. კოლონის უფროსად, სადაც მუშაობდა 1973 წლამდე. 1973 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მთავარ ინჟინრად. 1977-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ N1 სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად. 1981 წელს გადაიყვანეს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ „ინჟმშენის“ N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1986 წლამდე. 1986-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად. 2004-2014 წლებში მუშაობდა სამშენებლო კომპანია „გეიმის“ მენეჯერად. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა მრავალი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი ქალაქ ბალხაშში, სატრანსპორტო დანიშნულების რთული საინჟინრო ნაგებობები. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ თბილისის ბინათმშენებლობის სფეროსა და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.
ლიტერატურაა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 609-610