ჯოჯოხეთას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოჯოხეთას ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ბობნევი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XVI-XVIII საუკუნე

ჯოჯოხეთას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ჩრდილოეთის მინაშენით აგებულია სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა ზომის ქვით და ბრტყელი აგურით დუღაბზე. აგური გამოყენებულია თაღთა და კონქის გადასაყვანად. კედლების წყობა დიდი ზომის ოთხკუთხა ქვების თითო რიგს შორის წვრილი ქვის ორრიგა წყობის მონაცვლეობაა. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. კარი შეისრულთაღოვანია აგურით გამოყვანილი. სარკმლები ფართო და თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი. სარკმლის ორივე მხარეს იატაკთან ახლოს და კონქის ქუსლთან თითო სწორკუთხა ნიშ-სამალავია. ჩრდილოეთის მინაშენი ყრუა. გასასვლელი ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი არქიტრავით გადახურული კარიდანაა. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. არ აქვს კამარა, კონქის ნაწილი, კედლების ზედა ნაწილები. ინტერიერი და პერიმეტრი ნაშალი ფენითა და მცენარეულობითაა დაფარული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38162