ჯონათან ლიტელი
ჯონათან ლიტელი | |
---|---|
ინგლ. Jonathan Littell ფრანგ. Jonathan Littell | |
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1967[1] [2] [3] (57 წლის) |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი[4] [5] |
საქმიანობა | მწერალი[3] , მთარგმნელი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, რომანისტი და კინორეჟისორი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა |
აშშ საფრანგეთი[6] |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი და Lycée Fénelon, Paris |
Magnum opus | კეთილგანწყობილნი |
ჯილდოები | გონკურის პრემია, საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი რომანისათვის და Sade Prize[7] |
ჯონათან ლიტელი (ინგლ. Jonathan Littell, დ. 10 ოქტომბერი, 1967) — ამერიკელი, ფრანგულენოვანი მწერალი. 39 წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი რომანი, კეთილგანწყობილნი, რომელმაც 2006 წელს გონკურის პრემია და საფრანგეთის აკადემიის რომანის დიდი პრემია მიიღო.
ჯონათანი პოლონეთიდან ამერიკაში ემიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონათან ლიტელის ოჯახს პირდაპირ არ შეხებია ევროპაში ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული დევნა, მწერლისთვის ეს მაინც უმნიშვნელოვანესი თემაა, რამაც გამოძახილი ჰპოვა მის პირველ ნაწარმოებში.
ბავშვობაში ვიეტნამის ომის თემით გატაცებული ჯონათანი შემდგომში ბალკანეთში, კონკრეტულად ბოსნია და ჰერცეგოვინაში 7 წელს დაჰყოფს გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში. ამავე პროგრამით იმყოფებოდა ჩეჩნეთში, ავღანეთში, კონგოსა და მოსკოვში.
1989 წელს გამომცემლობა Signet Book გამოსცემს ჯონათან ლიტელის პირველ ნაწარმოებს, Bad Voltage. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომლის სიუჟეტი ვითარდება კიბერპანკურ სამყაროში.
2001 წელს გადაწყვეტს თავი დაანებოს ჰუმანიტარულ მოღვაწეობას და მთელი დრო მიუძღვნას თავის პირველ რომანზე მუშაობას. კეთილგანწყობილნი ასახავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, კონკრეტულად აღმოსავლეთის ფრონტს გამოგონილი პერსონაჟის, ესესის ოფიცრის, მაქსიმილიან ოს მოგონებების სახით.
2006 წელს გამოსცა ლიტელის კიდევ ერთი წიგნი,(The Security Organs of the Russian Federation - A Brief History 1991-2005), რომელიც წარმოადგენს ვრცელ მოხსენებას 1991 - 2005 წლებში რუსეთის ფედერაციის საიდუმლო სამსახურების შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეთილგანწყობილნის კრიტიკა ,Télérama დაარქივებული 2006-11-21 საიტზე Wayback Machine.
- ამავე რომანის კრიტიკა Le Figaro littéraire-ში დაარქივებული 2006-11-06 საიტზე Wayback Machine.
- კრიტიკა Le Monde-ში[მკვდარი ბმული]
- კრიტიკა Nouvel observateur-ში დაარქივებული 2006-11-20 საიტზე Wayback Machine.
- ჯონათან ლიტელის საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 3.0 3.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #132309327 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://www.lesechos.fr/tech-medias/hightech/exclusif-comment-le-pdg-de-snapchat-est-devenu-francais-1156728
- ↑ https://www.livreshebdo.fr/article/jonathan-littell-couronne-par-le-prix-sade-2018