ჯოვანი ბორჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯოვანი ბორჯია
Buch2-318.jpg
წოდებები
განდიის ჰერცოგი
დაიბადა 1474
რომი, იტალია
გარდაიცვალა 14 ივნისი, 1497, (21 წლის)
რომი, იტალია
საგვარეულო ბორჯიები
მეუღლე(ები) მარია ენრიკეს დე ლუნა
შვილ(ებ)ი ხუანი
ფრანსისკა
ისაბელი
მამა ალექსანდრე VI, რომის პაპი
დედა ვანოცა დეი კატანეი
რელიგია კათოლიციზმი

ჯოვანი ბორჯია (იტალ. Giovanni Borgia; დ. 1474 — გ. 14 ივნისი, 1497) — ბორჯიათა გამოჩენილი ოჯახის წევრი. რომის პაპ ალექსანდრე VI-ისა და მისი საყვარლის, ვანოცა დეი კატანეის უკანონო ვაჟი. ჩეზარე, ლუკრეცია და ჯოფრედო ბორჯიების ძმა. განდიის ჰერცოგი 1488-1497 წლებში როგორც ესპანეთის მეფე ფერდინანდ II-ის ბიძაშვილის, მარია ენრიკეს დე ლუნას მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოვანი ბორჯია დაიბადა 1474 წელს რომში. იგი იყო კარდინალ როდრიგო ბორჯიასა და მისი საყვარლის, ვანოცა დეი კატანეის მეორე ვაჟი. გავლენების გაზრის მიზნთ 1488 წელს ჯოვანი ჩავიდა ესპანეთში და იქორწინა მეფე ფერდინანდ II-ის ბიძაშვილ მარია ენრიკეს დე ლუნაზე, რითაც მიიღო განდიის ჰერცოგობა. აღსანიშნავია, რომ მეფე ფერდინანდის დედა, დედოფალი ხუანა ენრიკესი იყო მარია ენრიკეს დე ლუნას ღვიძლი მამიდა. როგორც ცნობილია, მარია ენრიკეს დე ლუნა 1485 წლიდან დაქორწინებული იყო ჯოვანის ნახევარ ძმაზე, პიერო ლუიჯი ბორჯიაზე, რომელიც ქორწინებიდან მალევე დაიღუპა. ამ ქორწინებით ჯოვანი გახდა განდიის ჰერცოგი, სესას ჰერცოგი და ნეაპოლის დიდი კონეტაბლი.

ჯოვანისა და მარიას ხანმოკლე ქორწინებიდან სულ სამი შვილი შეეძინათ: ტყუპები — ხუან და ფრანსისკა ბორჯიები, და ისაბელ ბორჯია. ხუანი შემდგომში განდიის ჰერცოგი გახდა, ფრანსისკა ვალიადოლიდში მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო ისაბელი ჯოვანის დაღუპვიდან მალევე დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ხუანი იყო მამა წმინდანად შერაცხული ფრანსისკო ბორჯიასი.

1497 წელს ჯოვანი ბორჯია მშობლიურ რომს ეწვია, სადაც იგი ამავე წლის 14 ივნისის ღამეს, პიაცა-დელა-ჯუდეკას წინ, რომის გარეუბანში მოკლეს. ამ დროს იგი 21 წლის იყო. ჯოვანი ცოცხალი უკანასკნელად დედამისმა, ვანოცა დეი კატანეიმ ნახა, რომელმაც მისი ჩასვლის აღსანიშნავად შვილების შეკრება მოაწყო ოჯახურ ვახშამზე. გარდა მისი და მისი და-ძმებისა, ამ ვახშამს ესწრებოდნენ ვანოცას ქმარი, კარლო კანალე, ასევე ჯოფრი ბორჯიას მეუღლე, სანჩია არაგონელი და მათი ბიძაშვილი ხუან ბორჯია. მეორე დღეს, ვანოცას ვილაში ჯოვანის ცხენი მის გარეშე დაბრუნდა, რამაც მას აფიქრებინა, რომ მისი ვაჟი დაიკარგა. საბძებრო ჯგუფმა მისი გვამი მდინარე ტიბრის ნაპირზე იპოვნა გამორიყული. როგორც აღმოჩნდა იგი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. მისი გარდაცვალებით შეძრულმა მამამისმა, პაპმა ალექსანდრე VI-მ ინტენსიური გამოძიება წამოიწყო ამ საქმის გასახსნელად. როგორც შემდგომში გაირკვა ჯოვანი მისმა ძმამ, ჯოფრედო ბორჯიამ მოკლა თავის ცოლთან, სანჩია არაგონელთან რომანის გამო. აღსანიშნავია, რომ ჯოვანის გამორიყულ გვამს სხეულზე ხელუხლებლად ეკეთა ოქროთი სავსე ქისა, რამაც თავიდანვე გააჩინა ეჭვი, რომ იგი მძარცველებს არ მოუკლავთ და საქმეში არისტოკრატის ხელი იყო გარეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Maxwell-Stuart, P.G., Chronicle of the Popes, London, Thames and Hudson, 1997, page 158–159, ISBN 0-500-01798-0
  • Christopher Hibbert: The Borgias and Their Enemies. Harcourt, Inc. 2008, p. 30
  • Sarah Bradford: Cesare Borgia; His Life and Times. London, 1876, p. 17
  • Williams, George L. (1998). Papal Genealogy: The Families and Descendants of the Popes. Jefferson, North Carolina: McFarland & Co. p. 217. ISBN 0-7864-2071-5.