ბორჯიების ოჯახი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ბორჯიების ოჯახი}} |
ბორჯიები იყვნენ ესპანური წარმოშობის იტალიური დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ ეს ოჯახი გარყვნილი წესებით მართავდა ე.წ. პაპობის ინსტიტუტს რენესანსის პერიოდში. სხვათაშორის, ისინი მიჩნეულნი არიან, როგორც „ისტორიის პირველი კრიმინალური ოჯახი“ და იტალიური მაფიის წინამორბედნი. ოჯახის მეთაური როდრიგო ბორჯია (1431-1503) გახდა ეკლესიის ეპისკოპოსი, კარდინალი და კანცლერი. მოგვიანებით ის აირჩიეს რომის პაპად, მან აირჩია სახელი ალექსანდრე VI და შეინარჩუნა ეს პოზიცია მინიმუმ თერთმეტი წელი. ბორჯიების ოჯახის სხვა წარმომადგენლები იყვნენ: ჩეზარე ბორჯია და ლუკრეცია ბორჯია — შესაბამისად როდრიგო ბორჯიას ვაჟი და ქალიშვილი. ამ ოჯახის წინააღმდეგ წაყენებული ბევრი ბრალდებიდან რამდენიმე არის: ინცესტი, ღალატი, მკვლელობა და სკანდალი.
-
ჩეზარე ბორჯია. პორტრეტი შესრულებულია ალტობელო მელოუნის მიერ. ქალაქი ბერგამო.