ჯიჯეთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯიჯეთის კოშკიარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიჯეთის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი (3,9 x 3,9 მეტრი) ოთხსართულიანია, ნაგებია რიყის ქვით. სამხრეთ და ჩრდილო კედლების დიდი ნაწილი და სართულშუა ხის გადახურვები ჩამოშლილია. l სართული თითქმის მთლიანადაა ამოვსებული ნაშალი ქვებით. კოშკში შესასვლელი ll სართულის სამხრეთ კედელშია, მიწის დონიდან 3 მეტრ სიმაღლეზე. შესასვლელის გადახურვა ჩამოშლილია. lll სართულზე, დასავლეთ კედლის ჩრდილო ნაწილში და lV სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში თითო პატარა ნიშია. lV სართულზე, აღმოსავლეთ კედელში, ზემოთ, პატარა კვადრატული სარკმელია. შიგნით თითოეულ სართულზე კედლის წყობიდან, ერთიმეორის ზემოთ განლაგებული, რამდენიმე ქვაა გამოშვერილი, რომლებიც სართულების დამაკავშირებელი კიბის მოვალეობას ასრულებდა. კოშკს შემორტმული ჰქონია წრიული გალავანი, რომელიც თითქმის მთლიანად დანგრეულია. მის აღმოსავლეთ ნაწილში შესასვლელის კვალი ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]