შინაარსზე გადასვლა

ჯინა დეივისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯინა დეივისი

ჯინა დეივისი 2013 წელს
დაბადების სახელი ვირჯინია ელიზაბეთ დეივისი
დაბადების თარიღი 21 იანვარი 1956
უორჰემი, მასაჩუსეტსი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ბოსტონის უნივერსიტეტი, Boston University College of Fine Arts, New England College და Wareham High School
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1982-დღემდე
მეუღლე(ები)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1988 — შემთხვევითი ტურისტი

ვირჯინია ელიზაბეთ „ჯინა“ დეივისი (ინგლ. Geena Davis; ნამდვილი სახელი და გვარი ვირჯინია ელიზაბეტ დეივისი; დ. 21 იანვარი 1956, უორჰემი, მასაჩუსეტსი)[1]ამერიკელი კინომსახიობი, პროდიუსერი, მწერალი; ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი, წარსულში ფოტომოდელი.

ჯინა დეივისი დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ უორჰემში 1956 წლის 21 იანვარს, დედამისის ლუსილისა და მამამისის უილიამ დეივისის ოჯახში. ჯინას ჰყავს ძმა — დენი.[2] ჯინა დეივისი ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული. თუმცა პატარა ასაკშივე მსახიობობაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო კოლეჯში, რის შემდეგაც სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1978 წელს დაამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტი, საიდანაც ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

კარიერა დაიწყო 23 წლის ასაკში. ნიუ-იორკში კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტოსთან „Zoli“ და მოდელად დაიწყო მუშაობა. ჯინა დეივისი პირველად შეამჩნია რეჟისორმა სიდნი პოლაკმა, რომელმაც იგი მიიწვია ფილმში „ტუტსი“. თავდაპირველად ტელესერიალებში იღებდნენ, ხოლო 1986 წელს მიიღო როლი ფანტასტიკურ კინოფილმში „ბუზი“. შემდეგ იყო ასევე წარმატებული კომედიური ჟანრის ფილმი „ბითლჯუისი“. 1988 წელს ითამაშა ფილმში „შემთხვევითი ტურისტი“. სწორედ ამ ფილმმა მოუპოვა ჯინას ოსკარის პრემია. შემდეგი წლების კინონამუშევრებიდან აღსანიშნავია „თელმა და ლუიზა“, „ხანგრძლივის კოცნა ძილის წინ“, „სტიუარტ ლიტლი“ და სხვა.

2009 წელს ითამაშა კომედიურ დრამაში „უსიამოვნებები“, ხოლო 2013 წელს კომედიურ ფილმში „სამყაროში...“.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1982 ტუტსი Tootsieეიპრილ პეიჯი
1983 გზების რაინდი Knight Riderგრეის ფალონი
1985 ფლეტჩი Fletchლარი
1986 ბუზი The Flyვერონიკა კვაიფი
1988 ბითლჯუისი Beetlejuiceბარბარა მეიტლენდი
1988 დედამიწელი გოგონები ადვილად ხელმისაწვდომები არიან Earth Girls Are Easyვალერი გეილი ბნსი
1988 შემთხვევითი ტურისტი The Accidental Touristმურიელ პრიტჩეტი
1990 სწრაფი ცვლილებები Quick Change ფილის პოტერი
1991 თელმა და ლუიზა Thelma & Louiseთელმა დიკინსონი
1992 მათი საკუთარი ლიგა A League of Their Ownდოტი ჰინსონი
1992 გმირი Heroგეილ კეილი
1994 Angie Angieენჯი სკაჩიაპენსიერი
1994 უსიტყვოდ Speechlessჯულია მანი
1995 თავზეხელაღებულთა კუნძული Cutthroat Island მორგან ადამსი
1996 ხანგრძლივის კოცნა ძილის წინ The Long Kiss Goodnightსამანთა კეინი
1999 სტიუარტ ლიტლი Stuart Littleმისის ელეანორ ლიტლი
2002 სტიუარტ ლიტლი 2 Stuart Little 2მისის ელეანორ ლიტლი
2005 სტიუარტ ლიტლი 3 Stuart Little 3მისის ელეანორ ლიტლი
2005–2006 Commander in Chief Commander in Chiefპრეზიდენტი მაკენზი ალენი
2009 უსიამოვნებები Accidents Happenგლორია კონვეი
2013 სამყაროში... In a World...კეთრინ ჰალინგი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: