ჯილ სკოტი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯილ სკოტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯილ ჰეზერ სკოტი
დაბ. თარიღი 4 აპრილი, 1972 (1972-04-04) (52 წლის)
დაბ. ადგილი ფილადელფია[1]
წარმოშობა ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[2]
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, სოული, ჯაზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი, პოეტი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1999 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Hidden Beach (2000–2010)
Blues Babe/Warner Bros.(2011–2013)
Atlantic[3] (2014–present)
საიტი missjillscott.com
ჯილ სკოტი ვიკისაწყობში

ჯილ ჰეზერ სკოტი (ინგლ. Jill Heather Scott; დ. 4 აპრილი, 1972, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი, პოეტი და მსახიობი. 2000 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი, Who Is Jill Scott?: Words and Sounds Vol. 1. ნამუშევარმა მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. მუსიკოსმა ასევე გამოუშვა ალბომები Beautifully Human: Words and Sounds Vol. 2 (2004) და The Real Thing: Words and Sounds Vol. 3 (2007),

სკოტის სამსახიობო დებიუტი შედგა 2007 წელს ფილმში Haunddog და ტაილერ პერის ფილმში „Why Did I Get Married??“. 2008 წელს ითამაშა BBC/HBO-ის სერიალში The No. 1 Ladies' Detective Agency, რომელიც გადაიღეს ალექსანდრე მაკოლ სმიტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მუსიკალურ კარიერაში 4 წლიანი პაუზის შემდეგ სკოტმა გამოუშვა თავისი მეოთხე ალბომი, The Light of the Sun, 2011 წელს. 2014 წელს ითამაშა ფილმში Get on Up.[4] 2015 წელს გამოუშვა მეხუთე ალბომი Woman. 2018 წლიდან სკოტი თამაშობს The CW DC Comics-ის სერიალში Black Lightning.[5]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოტი დაიბადა 1972 წლის 4 აპრილს ფილადელფიაში. მუსიკოსის ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ფილადელფიის გოგონების საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტემპლის უნივერსიტეტში. აპირებდა გამხდარიყო ინგლისურის მასწავლებელი, თუმცა მან კოლეჯი მალევე მიატოვა.[6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოტი ჰამბურგში, გერმანია 2000 წელს

კარიერის დასაწყისი სკოტი ბარებში პოეზიას კითხულობდა. მან მიიპყრო ჯგუფ Roots-ის წევრის, მუსიკოს Questlove-ის ყურადღება. მათ მალევე დაიწყეს თანამშრომლობა და ჩაწერეს სიმღერა „You Got Me". ნამუშევარმა გრემის ჯილდო მოიპოვა. ამის შემდეგ სკოტი მუშაობდა სხვა მუსიკოსებთან, როგორებიცაა ერიკ ბენეტი და უილ სმითი. მალევე სკოტმა ითამაშა მიუზიკლში „Rent in Canada“. მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Hidden Beach Recordings. მისი პირველი ალბომი, „Who Is Jill Scott?: Words and Sounds Vol. 1" გამოვიდა 2000 წელს. მუსიკოსმა მიიღო რამდენიმე გრემის ნომინაცია და გაიმარჯვა საუკეთესო ვოკალური პერფორმანსის კატეგორიაში.[7] მან ასევე გამოუშვა თავისი პოეზიის წიგნი სახელწოდებით „The Moments, The Minutes, The Hours". მუსიკოსის ლაივ-ალბომი, Experience: Jill Scott 826+, გამოვიდა 2001 წლის ნოემბერში. ამას მოჰყვა მეორე სტუდიური ალბომი Beautifully Human: Words and Sounds Vol. 2 2004 წელს.[8]

2007 წლის დასაწყისში სკოტმა ჩაწერა კოლაბორაციული კომპოზიცია ჯორჯ ბენსონსა და ალ ჯაროსთან ერთად, სახელწოდებით „God Bless The Child". ნამუშევარმა მოიგო გრემი საუკეთესო ტრადიციული რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულების კატეგორიაში 2007 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. მესამე ალბომი "The Real Thing: Words and Sounds Vol. 3" გამოვიდა 2007 წელს.[9] მუსიკოსმა ასევე გამოუშვა ნამუშევრის ლაივ ვერსია.

2010 წლის დასაწყისში, Hidden Beach Records-მა უჩივლა ჯილ სკოტს, რადგან მუსიკოსმა კონტრაქტი დაარღვია.[10] შემდეგ მან გააფორმა კონტრაქტი Warner Brothers-თან ახალი ალბომის „The Light of the Sun" გამოსაშვებად.[11] ასევე კონტრაქტი გააფორმა Live Nation-თან. ახალ ალბომზე მუშაობის დროს სკოტი თანამშრომლობდა ისეთ პროდიუსერებსა თუ მუსიკოსებთან, როგორებიცაა ენტონი ჰამილტონი, Eve, დუგ ე ფრეში და პოლ უოლი. ალბომი პირველ ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში. ნამუშევრის გამოსვლამდე ჯილმა გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Shame" თავის SoundCloud-ზე. მალევე ასევე გამოვიდა კიდევ ერთი სიმღერა სახელწოდებით „So in Love". მუსიკოსმა მოიგო რამდენიმე NAACP Image Awards-ის ჯილდო.

2015 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Atlantic Records.[12] მუსიკოსის ახალი ალბომი „Woman“ გამოვიდა იმავე წელს. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე გავიდა და გამოშვებიდან პირველივე კვირაში მისი 58000 ასლი გაიყიდა.[13] 2015 წლის იანვარში მან ითამაშა ფილმში Lifetime With This Ring. 2018 წლიდან თამაშობს CW-ის სერიალში Black Lightning.[14] 2019 წელს მუსიკოსი გამოჩნდა ფილმში First Wives Club.[15]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smith J. C. Notable Black American Women — ტ. 3. — გვ. 536.
  2. Smith J. C. Notable Black American Women — ტ. 3.
  3. Mitchell, Gail. „Jill Scott Talks 'The Voice,' James Brown Biopic and New Album“. Billboard. ციტირების თარიღი: August 28, 2014.
  4. Mitchell, Gail (February 18, 2014). „Jill Scott Talks 'The Voice,' James Brown Biopic and New Album“. Billboard. ციტირების თარიღი: August 10, 2014.
  5. Who's Lady Eve On 'Black Lightning?' Jill Scott's Character Has A Complicated Relationship With Tobias Whale en (January 31, 2018). ციტირების თარიღი: March 31, 2022
  6. Touré (April 26, 2001). „Soul Sister Number One“. Rolling Stone (867). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2007.
  7. Jill Scott – The Vogue en. ციტირების თარიღი: 2022-03-31
  8. Who is Jill Scott? Now she's a poet too. NPR (April 27, 2005).
  9. „Jill Scott And Friends Team Up On Collaborations“. Chart. January 2, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2009. ციტირების თარიღი: May 31, 2009.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
  10. „Jill Scott Sued By Label“. Billboard. February 4, 2010. ციტირების თარიღი: January 28, 2012.
  11. „Exclusive: Jill Scott Signs Distribution Deal with Warner Brothers Label“. Billboard. March 3, 2011. ციტირების თარიღი: January 28, 2012.
  12. album release on atlantic
  13. „Jill Scott Scores Her Second No. 1 Album with 'Woman'. Billboard.
  14. 'Black Lightning': Here's your first look at Jill Scott as villain Lady Eve“. Entertainment Weekly (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-07-17.
  15. Petski, Denise; Andreeva, Nellie. 'First Wives Club' Renewed For Season 2 By BET+ en (2019-11-26). ციტირების თარიღი: 2020-07-17