ჯორჯ ბენსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ ბენსონი
George Benson 2009.jpg
მადრიდში, 2009 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 მარტი, 1943 (1943-03-22) (80 წლის)
დაბ. ადგილი პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1954 (როგორც პატარა ჯორჯ ბენსონი)[1][2]
1964–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Prestige Records (1964–65)
Columbia Records (1966–67)
Verve Records (1968)
A&M Records (1968–70)
CTI Records (1971–76)
Warner Bros. Records (1976–94)
GRP Records (1995–2005)
Concord Records (2006–დღემდე)
ასოციაციები ჯეკ მაკდაფი, ერლ კლაუ, ელ ჯერო, ჯო ფარელი, Count Basie Orchestra, მაკ-კოი ტაინერი, ჯო სემპლი, Fuse One, უეს მონტგომერი, ჯანგო რეინჰარდტი, ჩარლი კრისტიანი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Ibanez GB10 Signature Model
Ibanez GB200 Signature Model
ჯილდოები ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში და NEA Jazz Masters
საიტი georgebenson.com
ჯორჯ ბენსონი ვიკისაწყობში

ჯორჯ ბენსონი (ინგლ. George Benson, დ. 22 მარტი, 1943)[3] — ამერიკელი მუსიკოსი, გიტარისტი და მომღერალი/სიმღერების ავტორი. პროფესიონალური კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო, როგორც ჯაზ-გიტარისტმა. დაკვრისას იგი იყენებს პიკინგის ტექნიკის აპოიანდოს ტიპს, რომელსაც ჯანგო რეინჰარდტის მსგავსი მუსიკოსებიც ფლობდნენ.

როგორც ვუნდერკინდი, ბენსონი პირველად გამოჩნდა 1960-იანებში, როდესაც ჯეკ მაკდაფთან და სხვებთან ერთად სოულ-ჯაზს ასრულებდა. მას წამოიწყო წარმატებული სოლო-კარიერა და საკუთარ მუსიკაში იყენებდა ჯაზის, პოპის, რიტმ-ენდ-ბლუზური და სკეტ-ვოკალის ელემენტებს. მისი ალბომი Breezin' აღინიშნა სამმაგი პლატინის სტატუსით და 1976 წელს მოხვდა „ბილბორდის“ პირველ პოზიციაზე.[4] 1980-იანებში მის კონცერტებზე დამსწრეთა რაოდენობა მაღალი იყო, რაც დღემდე გრძელდება.[4] ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბენსონს საკუთარი ვარსკვლავიც აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Australian ABCTV Flashez interview January 1, 1977.
  2. 45 discography for Groove Records. ციტირების თარიღი: 2017-05-02.
  3. Richard S. Ginell. (1943-03-22) George Benson | Biography & History. AllMusic. ციტირების თარიღი: 2017-05-02.
  4. 4.0 4.1 რობერტსი, დევიდ (2006). British Hit Singles & Albums, მე-19, ლონდონი: Guinness World Records Limited, გვ. 54. ISBN 1-904994-10-5.