ჯექი (ყუბის რაიონი)
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ჯექი აზერ. Cek | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | ყუბა-ხაჩმაზი |
| რაიონი | ყუბა |
| კოორდინატები | 41°11′49″ ჩ. გ. 48°14′30″ ა. გ. / 41.19694° ჩ. გ. 48.24167° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1643 მეტრი |
| მოსახლეობა | 328 (2009) |
ჯექი (აზერ. Cek) — სოფელი აზერბაიჯანში, ყუბის რაიონში, ადმინისტრაციული ცენტრიდან 2,5 საათის სავალ მანძილზე, სოფელ ალიქიდან 4 კმ-ით ჩრდილოეთით. ამ უკანასკნელთან და სოფელ ჰაპუთთან ერთად ქმნის ერთ მუნიციპალიტეტს. ამჟამინდელი მოსახლეობა 350 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან თითქმის ყველა ადგილობრივია (შაჰდაღის ხალხი). ისინი სასაუბროდ ჯეკის ენას იყენებენ, თუმცა უმრავლესობა ასევე ფლობს აზერბაიჯანულს.[1].
მოსახლეობა ძირითადად მეცხვარეობას მისდევს.
სოფელი მდებარეობს ძნელადმისადგომ შაჰდაღის მთებზე (კავკასიონის მთავარი ქედი), ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე. კლიმატი მკაცრია, ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით.
სოფელში არსებობს ოთხწლიანი სკოლა და ძველი, VIII საუკუნის დანგრეული მეჩეთი, რომლის აგებაც აბუ მუსლიმს მიეკუთვნება და მისივე სახელს ატარებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ John M. Clifton, Janfer Mak, Gabriela Deckinga, Laura Lucht, and Calvin Tiessen — The Sociolinguistic Situation of the Kryz in Azerbaijan (SIL International 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-13. ციტირების თარიღი: 2012-02-08.