აბუ მუსლიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბდ ალ-რაჰმან იბნ მუსლიმ აბუ მუსლიმი (არაბ. أبو مسلم‎‎; დ. 727 — გ. 755) — ომაიანების წინააღმდეგ ხორასნელთა აჯანყების ბელადი. წარმოშობით სპარსელი, ყოფილი მონა. აბასიანების მომხრეთა დავალიანებით 747 მარვის ოაზისში სათავეში ჩაუდგა აჯანყებას, რომელიც სწრაფად მოედო დასავლეთ ირანსა და ერაყს. აჯანყებაში მონაწილეობდნენ ომაიანთა ხელისუფლებით უკმაყოფილო ირანელი გლეხები და ფეოდალები (დეჰყანები), მონები, არაბთა ზოგიერთი ტომი. 747-748 წლებში აბუ მუსლიმის ლაშქარმა აიღო მარვი, ნიშაბური და ტუსი, 749 წელს დაამარცხა ომაიანები ნაჰავანდთან, ხოლო 750 წელს გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა მდინარე დიდ ზაბზე. 750-755 წლებში აბასიანთა გაბატონების შემდეგ იყო ხორასნის ნაცვალი. აბუ მუსლიმი მოაკვლევინა ხალიფა ალ-მანსურმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]