ჯეიმზ ჯინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯეიმზ ჯინსი
James Hopwood Jeans.jpg
დაბ. თარიღი 11 სექტემბერი 1877(1877-09-11)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ორმსკირკი[5]
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი 1946(1946-09-16)[1] [2] [3] [4] (69 წლის)
გარდ. ადგილი დორკინგი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ფიზიკა, ასტრონომია და მათემატიკა
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი[5] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[5] და მაუნტ-უილსონის ობსერვატორია[5]
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[6], სამეფო მედალი[6] , რაინდი-ბაკალავრი[5] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ფრანკლინის მედალი, ბეიკერის სახელობის ლექცია, ღირსების ორდენი[6] , ადამსის პრემია და გატრის ლექცია

ჯეიმს ჯინსი (ინგლ. Sir James Hopwood Jeans; დ. 11 სექტემბერი, 187716 სექტემბერი, 1946) — ინგლისელი ფიზიკოსი, ასტროფიზიკოსი და მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმს ჰოპვუდ ჯინსი დაიბადა 1877 წლის 11 სექტემბერს ლონდონში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჯინსი კემბრიჯის უნივერსიტეტში შევიდა და ფიზიკა-მატემატიკური განათლება მიიღო.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმს ჯინსმა საკუთარი სამეცნიერო მოღვწეობის პირველივე წლებში მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა ფიზიკაში: „აირების დინამიკური თეორია“, „თეორიული მექანიკა“, „კვანტური თეორია და გამოსხივება“. 1914 წლიდან ჯინსის მეცნიერული ინტერესები ასტროფიზიკას დაუკავშირდა. ამ მიმართულებით თავის პირველ ნაშრომში იგი წერდა:

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ფიზიკა და ქიმია — ვრცელი მეცნიერების მხოლოდ გარეუბანია; ჩვენ ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევათა იქით ოკეანეა, რომლის შესწავლას ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ.

ჯინსს აინტერესებდა შორეულ სამყაროთა წარმოშობის, განლაგებისა და მათი განვითარების საკითხები. ამასთან იგი ყველგან და ყოველთვის ფიზიკოსი რჩებოდა. ჯინსის შემოქმედებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ორი ნაშრომი: „კოსმოგონიისა და ვარსკვლავთ დინამიკის პრობლემები“ და „ასტრონომია და კოსმოგგონია“. ამ შრომებში მან შეაჯამა საკუთარი შეხედულებები ვარსკვლავების შინაგანი აღნაგობის შესახებ. ჯინსი წერდა:

ასტრონომ-ფიზიკოსისათვის ყოველი ცალკეული ვარსკვლავი ტიგელია, რომელშიც მატერიაზე მოქმედებს წნევა და ტემპერატურა, რაც სრულიად მიუწვდომელია ჩვენი პლანეტის ფიზიკოსებისათვის.

აღსანიშნავია ჯინსის ჰიპოთეზა:

ვიკიციტატა
„ვარსკვლავების ენერგია შეიძლება გამომუშავდეს ნივთიერების ენერგიად გარდაქმნის ხარჯზე.“

1904 წელს ჯინსმა პირველად წამოაყენა შემდეგი იდეა: მატერიის დადებითი და უარყოფითი ნაწილაკების ანიჰილაციის (გარდაქმნის) შედეგად ეგრეთ წოდებულ „მატერიალურ ენერგიად“ მასის გადასვლა. 1916 წელს ჯინსმა გამოიყენა აინშტაინის ფორმულა და ის მიხედვით ანიჰილაციის ჰიპოთეზა განაზოგადა პროტონებისა და ელექტრონის სრულ გაქრობაზე — მასის ეკვივალენტური ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოსხივებაზე. ანიჰილაციის პროცესი უფრო ღრმად განიხილა პ. დირაკმა ელექტრონის თეორიის დამუშავებისას.

ანიჰილაციის მოვლენის აღმოჩენა და დირაკ-ანდერსონის აღმოჩენა საფუძვლად დაედო ფიზიკის ახალ, მეტად მნიშვნელოვან დარგს — კვანტურ ელექტროდინამიკას — ელექტრომაგნიტური პროცესების კვანტურ თეორიას. ნაწილაკთა სრული ანიჰილაციის იდეა შემდეგ წლებში კიდევ უფრო განავითარეს ასტროფიზიკოსებმა, მაგრამ ჯინსი მცდარ დასკვნამდე მივიდა: მისი აზრით, ყველა ნივთიერება ადრე თუ გვიან გამოსხივებაში უნდა გადასულიყო, რაც ნივთიერი სამყაროს ტრაგიკულ დასასრულს გამოიწვევდა. ასეთი დასკვნა არსებითად სამყაროს სითბური სიკვდილის სხვა ფორმას წარმოადგენდა.

ვარსკვლავების შინაგანი აღნაგობის შესწავლის პროცესში ჯინსმა 1917 წელს წამოაყენა მეტად მნიშვნელოვანი აზრი — ვარსკვლავთ წიაღებში ნივთიერების მთლიანად იონიზირებულ მდგომარეობაში არსებობის შესახებ.

ჯინსის მეცნიერული მოღვაწეობა სიცოცხლეშივე დაუფასდა. იგი 1906 წელს აირჩიეს ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად, ხოლო შემდეგ სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრად და მის პრეზიდენტად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯინსმა განსაკუთრებული პოპულარობა 30-იან წლებში მოიპოვა — ჩვენი მზის სისტემის წარმოშობის კოსმოგონიური ჰიპოთეზის გამოქვეყნების შედეგად.

ჯინსი გარდაიცვალა 69 წლის ასაკში, 1946 წლის 17 სექტემბერს სურეის საგრაფოში. იმ დროისათვის ფიზიკამ და ასტროფიზიკამ დიდ შედეგებს მიაღწია და ჯინსის შეცდომებიც მთლიანად გამოსწორდა. მაგრამ მეცნიერების შეფასებისას მის შეცდომებს კი არ ითვლიან, არამედ იმას აღნიშნავენ, რაც მან მოგვცა ახალი — თავის თანამედროვეებთან შედარებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 183-186, თბ., 1980.
  • А. И. Еремеева, Выдающиеся астрономы мира, М., 1966
  • П. С. Кудрявцев, История физики, т. 3, М., 1971.
  • Scienziati e tecnologi, contemporanei, Val. 1 Milana, 1974.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Chambers Concise Biographical Dictionaryედინბურგი: Chambers Harrap, 2003. — ISBN 978-0-550-10062-7
  6. 6.0 6.1 6.2 Wikipedia — 2001.