შინაარსზე გადასვლა

მაუნტ-უილსონის ობსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაუნტ-უილსონის ასტრონომიული ობსერვატორია (ინგლ. Mount Wilson Observatory) ― ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტის სამეცნიერო დაწესებულება კალიფორნიის შტატში, პასადენიდან ჩრდილოეთით 16 კმ-ზე. დაარსდა 1904 წელს. ამ ობსერვატორიაში პირველად შექმნეს და გამოიყენეს სამზეო კოშკურა ტელესკოპი, სპექტროჰელიოსკოპი, სპექტროჰელიოგრაფი და მაგნიტოგრაფი. ობსერვატორიის ძირითადი იარაღებია ჰორიზონტალური და ორი კოშკურა ტელესკოპი (რომელთა საფოკუსო მანძილებია 14,4 მ და 45,8 მ), 257 სმ-იანი და 152 სმ-იანი რეფლექტორები და სხვები; იკვლევს მზეს, ვარსკვლავების ნისლეულებისა და გარეგალაქტიკურ ობიექტთა ფიზიკას. 1949 წლიდან ორგანიზაციულად გაერთიანებულია მაუნტ-პელომარის ასტრონომიულ ობსერვატორიასთან. სხვადასხვა დროს მასში მუშაობდნენ უოლტერ ადამსი (დირექტორი 1923-1946 წლებში), ედუინ ჰაბლი, ვალტერ ბაადე, ჯეიმზ ჯინსი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]