127 საათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
127 საათი

ფილმის პოსტერი
ჟანრი ბიოგრაფიული, სათავგადასავლო
რეჟისორი დენი ბოილი
პროდიუსერი კრისტიან კოლსონი
ჯონ სმითსონი
დენი ბოილი
შარან კაპური
სცენარის ავტორი დენი ბოილი
საიმონ ბეფო
როლებში ჯეიმზ ფრანკო
ქეით მარა
ამბერ ტამბლინი
კლემენს პოესი
კომპოზიტორი ა. ე. რაჰმანი
ოპერატორი ენტონი დოდ მენტლი
ენრიკე ჩედიაკი[1]
მონტაჟი ჯონ ჰარისი
კინოსტუდია Cloud Eight
Decibel Films
Darlow Smithson Productions
HandMade Films
Film4 Productions
დისტრიბუტორი Fox Searchlight Pictures (აშშ)
Pathé (დიდი ბრიტანეთი)
Fox Star Studios (ინდოეთი)
გამოსვლის თარიღი 12 ნოემბერი 2010 (2010-11-12)
ხანგრძლივობა 94 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური ენა
ბიუჯეტი $18 მლნ[2]
შემოსავალი $21 129 149[2]

127 საათი (ინგლ. 127 Hours) — 2010 წლის ბიოგრაფიული, სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორია დენი ბოილი. სიუჟეტი მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას ალპინისტ აარონ რალსტონის შესახებ, რომელსაც 2003 წლის აპრილში კანიონლენდსში, იუტაში, ველოსიპედით მოგზაურობისას ლოდი დაეცა და ხუთ დღეზე მეტის განმავლობაში იქ გაიჭედა. ფილმის სცენარი, რომელიც დაფუძნებულია რალსტონისვე ავტობიოგრაფიულ წიგნზე „ლოდსა და მაგარ ადგილს შორის“, ეკუთვნით ბოილსა და საიმონ ბეფოს, რომელიც ასევე მუშაობდა ბოილის წინა სარეჟისორო ნამუშევარზე „ღარიბი მილიონერი“. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ამერიკელი მსახიობი ჯეიმზ ფრანკო.

სურათის პრემიერა გაიმართა 4 სექტემბერს, 5 ნოემბერს კი ნიუ-იორკისა და ლოს ანჯელესის შეზღუდული რაოდენობის კინოთეატრებში დაიწყო მისი ჩვენება. 12 ნოემბერს კინოთეატრების რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 19 ნოემბერს 108-მდე, 24 ნოემბერს კი 279-მდე. მსოფლიოს კინოთეატრებში ფილმის სრული გამოსვლა 2011 წლის 28 იანვრისთვისაა დაგეგმილი. ფილმს პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა. Rotten Tomatoes-ის მიხედვით სურათის შეფასებათა 93% დადებითია.[3]

ოსკარის 83-ე დაჯილდოებაზე ფილმმა 6 ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო სურათის, ადაპტირებული სცენარის და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.[4]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აარონ რალსონი 27 წლის მოგზაურია. ის იუტას შტატში, კანიონლენდსში ბლუჯონ კანიონში მოგზაურობს. მას 800 ფუტიანი ლოდი დაეცემა ხელზე, რის გამოც აარონი ვეღარ გადაადგილდება. პრობლემას ის ემატება, რომ აარონს არავისთვის დაუბარებია, თუ სად მიდიოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Caranicas, Peter (October 26, 2010). „Boyle hikes up number of d.p.'s on '127 Hours'“. Variety. 
  2. 2.0 2.1 127 Hours (2010) - Box Office Mojo. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: November 14, 2010.
  3. 127 Hours. Rotten Tomatoes. Flixster. წაკითხვის თარიღი: December 12, 2010.
  4. Nominations by Category - 83rd Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-03-04-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-01-25.