ტერორის მთა
ტერორის მთა | |
---|---|
![]() ტერორის მთა | |
კოორდინატები: 77°31′ ს. გ. 168°32′ ა. გ. / 77.517° ს. გ. 168.533° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3230 მ |
ტიპი | ფარისებრი ვულკანი |
ასაკი | 820 000-1,75 მილიონი წელი |
ტერორის მთა (ინგლ. Mount Terror) — დიდი ფარისებრი ვულკანი ანტარქტიდაში. მდებარეობს ვიქტორიას მიწის ნაპირებთან, როსის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე 3230 მ. აგებულია ბაზალტებით. აქვს მრავალრიცხოვანი შლაკური კონუსები და გუმბათები, რომლებიც მეტწილად თოვლითა და ყინულითაა დაფარული. როსის კუნძულის ოთხი ვულკანიდან ტერორის მთა სიდიდით მეორეა და რამდენადმეა დაჩრდილული მის მეზობლად მდებარე ვულკან ერებუსის მიერ, რომელიც დასავლეთით 30 კილომეტრში ვრცელდება. ტერორის მთას სახელი უწოდა ჯეიმზ კლარკ როსმა თავისი მეორე გემის HMS Terror-ის პატივსაცემად 1841 წელს. ტერორის კაპიტანი იყო როსის ახლო მეგობარი ფრენსის კროზიე. მწვერვალზე არსებული ქანები არ არის შესწავლილი, თუმცა ქვედა ადგილები გეოლოგიურად შესწავლილია და ამ ქანების ასაკია 0,82-1,75 მილიონი წელი. ვულკანური აქტივობის ნიშნები არ გააჩნია. პირველად მასზე ავიდნენ 1959 წელს. ტერორის მთის ქვემოთ არის ტერორის წერტილი, აქვეა ტერორის თოვლის უნაგირა. ტერორის მთასა და ტერა-ნოვის მთას შორის მდებარეობს ტერორის მყინვარი, რომელსაც სამხრული მიმართულება აქვს. 2000 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტერორის მთა“ ვიკისაწყობში.
- აშშ-ის გეოლოგიური სამსახური[მკვდარი ბმული] (ინგლისური)
- ტერორის მთა (ინგლისური)