ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დედამიწა როგორც მაგნიტური დიპოლი

ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსიდედამიწის ზედაპირზე არსებული პირობითი წერტილი, სადაც დედამიწის მაგნიტური ველი მკაცრად ქვემოთ არის მიმართულია. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი „სამხრეთულია“. ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსის განლაგება არ ემთხვევა გეოგრაფიულ ჩრდილოეთ პოლუსს. დაახლოებით XVII საუკუნის დასაწყისიდან პოლუსი განლაგებულია ამჟამინდელი კანადის არქტიკის ფარგლებში, პაკური ყინულების ქვეშ. ამას მოჰყვება ის, რომ კომპასის ისარი ჩრდილოეთს მიახლოებით უჩვენებს. ყოველდღე პოლუსი მოძრაობს ელიფსური ტრაექტორიით, გარდა ამისა, გადაადგილდება ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით დაახლოებით 10 კმ სიჩქარით წელიწადში, რის გამოც, მისი ნებისმიერი კოორდინატი დროებითია და არაზუსტი. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან პოლუსი საკმაოდ სწრაფად მოძრაობს ტაიმირის მიმართულებით. 2009 წელს ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსის მოძრაობის სიჩქარემ შეადგინა 64 კმ წელიწადში. ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსის საწინააღმდეგოა სამხრეთი მაგნიტური პოლუსი, რომელიც განლაგებულია ანტარქტიკაში. დედამიწის მაგნიტური ველის ასიმეტრიულობასთან დაკავშირებით, მაგნიტური პოლუსები არ წარმოადგენენ ანტიპოდურ წერტილებს. ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი 1831 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ კლარკ როსმა ჩ.გ. 70°05' 17" და დ.გ. 96°’46'45"-ზე.

ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი [1][2] (2001) 81°18′ ჩ. გ. 110°48′ დ. გ. / 81.300° ჩ. გ. 110.800° დ. გ. / 81.300; -110.800 (2004) 82°18′ ჩ. გ. 113°24′ დ. გ. / 82.300° ჩ. გ. 113.400° დ. გ. / 82.300; -113.400 (2005) 82°42′ ჩ. გ. 114°24′ დ. გ. / 82.700° ჩ. გ. 114.400° დ. გ. / 82.700; -114.400 (2010)[3] 85°00′00″ ჩ. გ. 132°36′00″ დ. გ. / 85.00000° ჩ. გ. 132.60000° დ. გ. / 85.00000; -132.60000 (2012)[3] 85°54′00″ ჩ. გ. 147°00′00″ დ. გ. / 85.90000° ჩ. გ. 147.00000° დ. გ. / 85.90000; -147.00000
სამხრეთი მაგნიტური პოლუსი [4][2] (1998) 64°36′ ს. გ. 138°30′ ა. გ. / 64.600° ს. გ. 138.500° ა. გ. / -64.600; 138.500 (2004) 63°30′ ს. გ. 138°00′ ა. გ. / 63.500° ს. გ. 138.000° ა. გ. / -63.500; 138.000 (2007) 64°29′49″ ს. გ. 137°41′02″ ა. გ. / 64.49694° ს. გ. 137.68389° ა. გ. / -64.49694; 137.68389 (2010)[3] 64°24′00″ ს. გ. 137°18′00″ ა. გ. / 64.40000° ს. გ. 137.30000° ა. გ. / -64.40000; 137.30000 (2012)[3] 64°24′00″ ს. გ. 137°06′00″ ა. გ. / 64.40000° ს. გ. 137.10000° ა. გ. / -64.40000; 137.10000

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Geomagnetism — North Magnetic Pole, Canada Natural Resources website, retrieved May 2007
  2. 2.0 2.1 Десятичные данные месторасположения в источниках отличаются от обычных координат, так как десятичные данные в, например, 81.3N, -110.8W, соответствуют координатам в 81°18′0″ N, 110°48′0″ W, где минуты′ и секунды″ в десятичных данных составляют десятые доли от 60 минут или секунд (то есть, например, 81.3°N это 81 градус и 0,3 от 60 минут (30% от 60 минут составляет 18 секунд, значит 81 град. 18 минут 00 секунд с.ш.); ср. 81°18′ ჩ. გ. 110°48′ დ. გ. / 81.300° ჩ. გ. 110.800° დ. გ. / 81.300; -110.800)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Data Analysis Center for Geomagnetism and Space Magnetism Graduate School of Science, Kyoto University
  4. South Magnetic Pole დაარქივებული 2004-09-05 საიტზე Wayback Machine. . Commonwealth of Australia, Australian Antarctic Division, 2002.