შინაარსზე გადასვლა

ჯარისკაცის სინაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯარისკაცის სინაგოგა
რუს. Солдатская синагога
კოორდინატები 47°13′07″N 39°43′03″E / 47.218611° ჩ. გ. 39.7175° ა. გ. / 47.218611; 39.7175
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
გახსნის თარიღი 1872
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ჯარისკაცის სინაგოგა (რუს. Солдатская синагога) — ერთადერთი მოქმედი სინაგოგა დონის როსტოვში[1]. აგებულია 1872 წელს. სინაგოგა დაიწვა 1905 წელს ანტიებრაული გამოსვლების დროს, მაგრამ 1913-1914 წლებში აღადგინეს. 1935 წელს სინაგოგაში აკრძალეს მსახურება და დახურეს. მეორე მსოფლიო ომის დროს სინაგოგა კვლავ დაუბრუნდა ებრაულ თემს[2]. ჯარისკაცის სინაგოგას აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

1862 წელს გადამდგარმა ებრაელმა ჯარისკაცებმა დონის როსტოვში ჩამოაყალიბეს ებრაელ მორწმუნეთა თემი. ამავე წლის 31 მაისს ეკატერინოსლავის გუბერნიის ხელისუფლებამ მათ ნება დართო ცალკე შენობაში გაეხსნათ სამლოცველო სახლი. საგუნდო სინაგოგის პროექტი გუბერნიის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა 1872 წლის 4 ივნისს და ამავე წელს დაიწყეს მშენებლობა. ზგიერთი ინფორმაციის მიხედვით თანხები ახალი სინაგოგის ასაშენებლად გაიღო მდიდარმა როსტოველმა პირველი გილდიის ვაჭარმა იოსებ ელიცერმა. სავარაუდოდ სინაგოგის არქიტექტორი იყო ერნსტ ფონ შულმანი, ხოო მშენებლობას ხელმძღვანელობდა მოსე გერონიმუსი[2].

სინაგოგის შენბა არაერთხელ გადააკეთეს. 1881 წელს მას აღმოსავლეთიდან მიადგეს სამსართულიანი აგურის შენობა სინაგოგის სასულიერო პირებისათვის. სავარაუდოდ შენობის ავტორი იყო ქალაქის არქიტექტორი ვ. იაკუნინი.

1891 წელს სამხრეთ კედელთან მიაშენეს ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზე განთავსდა ღარიბი ჯარისკაცების შვილების სასწავლებელი, ხოლო მეორეზე - რელიგიური სკოლა. ამ შენობის პროექტი მოიწონა საოლქო ხელისუფლებამ 1890 წლის 17 მაისს. სავარაუდოდ პროექტი ეკუთვნოდა ქალაქის არქიტექტორს ნიკოლაი დოროშენკოს[4].

სინაგოგა ხანძრისაგან სერიოზულად დაზარალდა 1905 წლის ებრაელთა დარბევის პერიოდში. შენობა აღადგინეს მხოლოდ 1913-1914 წლებში, როდესაც შეაგრვეს რემონტისათვის საჭირო თანხები. რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი იყო პეტერბურგელი არქიტექტორი, საიმპერატორო არქეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი და არქიტექტორთა საზოგადოების მდივანი იაკობ გევირცი. აღსანიშნავია, რომ იაკობ გევირცი არ იყო მხოლოდ არქიტექტორი, იგი იყო მხატვარ-არქიტექტორი, მისმა პროექტმა 1907 წელს დაიკავა პირველი ადგილი და სანქტ-პეტერბურგის პრეობრაჟენის ებრაულ სასაფლაოზე ააგო სინაგოგა, ხოლო 1909 წელს დააჯილდოვეს პირველი პრემიით ხარკოვის სინაგოგის პროექტისათვის.

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯარისკაცის სინაგოგაში მსახურება აღსდგა 1914 წლის 29 მარტს ფესახის დღესასწაულზე[2].

1935 წელს ჯარისკაცის სინაგოგის ნაციონალიზაცია მოხდა და მასში ღვთისმსახურება შეწყდა. შენობაში განათავსეს ქიმიური ფაბრიკა და რადიოქარხნის საამქრო. ომის დროს ეს საწარმოები გაიტანეს ქალაქიდან. 1943 წელს ქალაქის გათავისუფლების შემდეგ კი შენობა კვლავ ებრაელთა საზოგადოებას გადაეცა. ებრაელთა საზოგადოებამ შენობის გამოყენების ოფიციალური უფლება მიირეს 1945 წლის 14 აპრილს[2].

ეს სინაგოგა ამჟამად არის ერთადერთი მოქმედი სინაგოგა ქალაქში. იგი მდებარეობს ტურგენევის ქუჩისა და გაზეთის ჩიხის გადაკვეთაზე. 1991 წლის 12 აგვისტოს ქალაქის სასამართლომ ებრაელთა თემს დაუბრუნა სინაგოგის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობდა გაზეთის ჩიხის მხარეს, ხოლო 1993 წლის 8 ივლისს ქალაქის აღმასკომმა ებრაელტა თემს გადასცა ტურგენევის ქუჩის მხარეს მდებარე ნაწილიც.

2005 წელს მიმდინარეობდა სინაგოგის კაპიტალური რემონტი. აღადგინეს კუთხის გუმბათი დავითის ვარსკვლავით[2], რომელიც განადგურდა 1940-იან წლებში[5]. სარემონტო სამუშაოები დასრულდა წლი ბოლოს და სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა[1].

ჯარისკაცის სინაგოგის არქიტექტურა შეიცავს მოდერნისა და აღმოსავლური სტილის ნაზავს[2]. შენობას გააჩნია დაგეგმარების რთული სისტემა[5].

სინაგოგის ფანჯრები სრულდება ნახევარწრიული ღიობებით. სინაგოგის ცოკოლი რუსტირებულია. შენობის სახურავის კუთხეში გუმბათია დავითის ვარსკვლავით. ფასადი გაფორმებულია ვარდულებით[5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Ростовская синагога. evreirostov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 2013-08-24.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 165—166. — ISBN 5-98155-014-7.
  3. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-08-24.
  4. Синагоги Ростова-на-Дону Иудейские молитвенные дома Еврейские храмы Ростов-на-Дону История 19 век. www.donvrem.dspl.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-12.
  5. 5.0 5.1 5.2 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону, 1999. — С. 143. — ISBN 5-8456-0433-8.