ხელოსნების სინაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხელოსნების სინაგოგა
რუს. Синагога ремесленников
კოორდინატები 47°13′07″N 39°43′03″E / 47.218611° ჩ. გ. 39.7175° ა. გ. / 47.218611; 39.7175
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
ტიპი გოთიკა
გახსნის თარიღი 1901

ხელოსნების სინაგოგა (რუს. Синагога ремесленников) — სინაგოგა დონის როსტოვში. აგებულია 1901 წელს. დაიწვა 1942 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელები დონის ქვედა დინებაში გამოჩნდნენ XIX საუკუნის დასაწყისში. 1836 წელს, როდესაც დონის როსტოვში ცხოვრობდა დაახლოებით 8 100 ადამიანი, ებრაელთა თემი შეადგენდა 73 ადამიანს. 10 წლის მერე ებრაელთა რიცხვი 289 ადამიანამდე გაიზარდა. ებრაელთა თემი რუსეთთან შეერთებული დასავლეთ უკრაინიდან, ბელორუსიიდან და ლიტვიდან ებრაელთა მიგრაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.[1] რუსეთის იმპერიის კანონების მიხედვით ებრაელთა თემს უფლება ჰქონდა თავისი სამლოცველო ჰქონოდათ 30 კომლზე და ერთი სინაგოგა 80 კომლზე.

1891 წელს დონის როსტოვში დაარსდა მორწმუნე ხელოსან ებრაელთა საზოგადოება. 1894-1901 წლებში ებრაელებს სამლოცველოსთვის ნაქირავები ჰქონდათ ბაშმაკოვის ერთსართულიანი სახლი, რომელიც მდებარეობდა ყაზანის ქუჩა № 24-ში (ამჟამად გაზეთის ჩიხი № 28). 1894 წელს აბრამ გერონიმუსმა შეიძინა მიწის ნაკვეთი და 1901 წელს იქ ააშენეს ხელოსან ებრაელთა საზოგადოების სამლოცველო აგურის სახლი. ნაგებობის პარამეტრები იყო 16,75 х 16,25 х 3,35 მ. აგებული იყო გოთიკის სტილში. 1904 წელს აბრამ გერონიმუსმა ებრაელთა საზოგადოებას საჩუქრად გადასცა შენობა. 1905 წელს შენობა დაიწვა ანტიებრაული დარბევების დროს. რემონტის შემდეგ შენობაში აღდგა მსახურება.

შენობა დაზარალდა სამოქალაქო ომის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მას მოხვდა ჭურვი, შენობა მაინც გადარჩა. 1936 წელს ეს იყო ერთადერთი საკულტო ნაგებობა, რომელიც მოქმედებდა დონის როსტოვში და უკვე სინაგოგას უწოდებდნენ. 1942 წლის ივლისში შენობა დაიწვა, გადარჩა მხოლოდ შენობის აღმოსავლეთი კედლის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობა აღარ აღუდგენიათ. ამჟამად მის ადგილზე მდებარეობს სასურსათო მაღაზია.

შემორჩენილია შენობის რევოლუციამდელი ფოტოები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История общины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-18. ციტირების თარიღი: 2017-02-22.