დონის როსტოვის მთავარი საგუნდო სინაგოგა
მთავარი საგუნდო სინაგოგა რუს. Главная хоральная синагога | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
ტიპი | სინაგოგა |
გახსნის თარიღი | 1868 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მთავარი საგუნდო სინაგოგა (რუს. Главная хоральная синагога) — ყოფილი სინაგოგა დონის როსტოვში. შენობა მდებარეობს მისამართზე: ბაუმანის ქუჩა 70. სინაგოგა გაიხსნა 1868 წელს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია და იგი გადააკეთეს. ამჟამად მასში განთავსებულია კანისა და ვერნეროლოგიური დისპანსერი[1]. მთავარი საგუნდო სინაგოგის შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი დროებითი ხის სინაგოგა დონის როსტოვში ააშენეს 1855 წელს. იგი მდებარეობდა ულიანოვსკისა და ბაუმანის თანამედროვე ქუჩებს შორის. ვოროშილოვის პროსპექტის ახლოს. 1863 წელს ახლოს აშენდა აგურის სამლოცველო. მაგრამ შენობა იყო მყიფე და 1866 წელს დაანგრიეს[3]. 1868 წელს, მის ადგილზე ააშენეს ახალი ორსართულიანი სინაგოგა[1]..
პროექტის ავტორობა მიეწერება ქალაქის მთავარ არქიტექტორს სავიცკის. სინაგოგის მშენებლები იყვნენ ა. კაპლუნი, ს. ფრეი-შისტი, ა. დანცინგერი. მშენებელობისათვის შემოწირულობების ორგანიზება მოახდინა რაბინმა ფაბიან გნესინმა, კომპოზიტორ მ. გნესინის მამამ. მისი ძალისხმევით შეგროვდა16 342 რუბლი 87 კაპიკი[1].
მთავარი საგუნდო სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა 1868 წლის 30 აგვისტოს[3]. 1881 წელს სინაგოგას მიაშენეს სამლოცველო ოთახი. 1903 წელს სინაგოგასთან გაიხსნა ებრაული ბიბლიოთეკა-სამკითხველო. გარდა ამისა აქ განათავსეს თალმუდ-თორას სკოლა. ასე, რომ მთავარი საგუნდო სინაგოგა გახდა საკულტო-სასწავლო კომპლექსი. სინაგოგის უკანასკნელი რაბინი რევოლუციამდე იყო მ. გოლდენბერგი[3].
1935 წელს მხდა სინაგოგის ნაციონალიზაცია და იქ განათავსეს კანისა და ვენერიული დისპანსერი, 1998 წლის 9 ოქტომბრიდან ნაგებობაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლია[2].
2016 წელს როსტოვის ოლქის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სინაგოგის შენობა დაუბრუნოს ქალაქის ებრაულ საზოგადოებას[4]..
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 163—164. — ISBN 5-98155-014-7.
- ↑ 2.0 2.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-28.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Евгений Иванович Малаховский, Евгений Вениаминович Мовшович. Иудейские молитвенные дома и синагоги Ростова-на-Дону. «Донской временник». ციტირების თარიღი: 2013-10-17.
- ↑ Ростовский театр кукол переедет на Красноармейскую, а старое здание передадут епархии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-23. ციტირების თარიღი: 2017-02-12.