ჯანსუ დერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანსუ დერე
Cansu Dere
მშობლიური სახელი Cansu Dere
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1980 (1980-10-14) (43 წლის)
ანკარა, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ალმა-მატერი სტამბოლის უნივერსიტეტი
საქმიანობა მოდელი, მსახიობი, წამყვანი
აქტიური 2004-დან დღემდე
სიმაღლე 180 სმ
საიტი cansudere.org

ჯანსუ დერე (თურქ. Cansu Dere; დ. 14 ოქტომბერი, 1980, ანკარა, თურქეთი) — თურქი მოდელი, მსახიობი და წამყვანი.

წარმატებული მოდელი მსახიობად დროებით მუშაობდა. საბერძნეთიდან გადმოსახლებული ოჯახის შვილი, ცნობილია თავისი როლით სერიალში „სილა“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანსუ დერე დაიბადა 1980 წლის 14 ოქტომბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. დაწყებითი და საშუალო განათლება ქალაქ იზმირში მიიღო. 2000 წელს, Kanal D-ზე Miss Turkey-ის მე-3 ადგილი დაიკავა და გახდა პროფესიონალი მოდელი. მოდელობისთვის დატოვა სტამბოლის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა. მონაწილეობა მიიღო ისეთი დიზაინერების დეფილეებზე, როგორიცაა ჰაქან ილდირიმი, ჯენგიზ აბაზოღლუ, იუმით იუნალი, ევრიმ თიმური, არზუ კაპროლი, ბაჰარ ქორჩანი და დილექ ჰანიფი. 2002 და 2003 წლებში, პარიზში სხვადასხვა ცნობილ ფოტოგრაფებთან ერთად მუშაობდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს, პირველი ნაბიჯი გადადგა წამყვანის პროფესიაში, როდესაც Kanal D მუშაობა დაიწყო წამყვანათ. 2004 წელს, Show TV-ზე თურქეთის ვარსკვლავების წამყვანი გახდა, ხოლო შემდეგ NTV-ს Life Style Moda-ის წამყვანი გახდა.

პირველად სერიალში 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც რეჟისორ ჰილალ სარალის ფილმში „Metro Palas“-ში ითამაშა ნაზანის როლი. შემდეგ, თურქან დერიას ფილმში „Alacakaranlık“ შეასრულა ირმაქის როლი. 2005 წელს, ჯანსუ ზეინეფ გიუნაი თანის ფილმში მონაწილეობასთან ერთად, ჩაღან ირმაქის ფილმში „კოშმარების სახლშიც“ ესმას როლი შეასრულა.[1] 2006-2008 წლებში, მთავარი როლი შეასრულა სერიალ სილაში, მეჰმეთ აქიფ ალაქურთან ერთად. სილას როლით, ჯანსუ დერემ პოპულარობა მოიპოვა. 2009 წელს, ჰალიტ ერგენჩის, სონგიულ იოდენისა და ეზგი ასაროღლუსთან ერთად, ერთ-ერთ ფილმში ოიას როლი შეასრულა.[2]

ბოლოს, ფირუზეს როლი შეასრულა, პოპულარულ თურქულ სერიალში „დიდებული საუკუნე“.[3] 2016-2017 წლებში, Star TV-ის სერიალ „დედა“-ში მთავარ როლს ასრულებდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი
წელი ფილმი როლი შენიშვნა
2006 Kabuslar Evi: Takip (კოშმარების სახლი: დევნა) ესმა დამხმარე პერსონაჟი
2007 Son Osmanlı Yandım Ali (ბოლო ოსმალელი) დეფნე მთავარი როლი
2009 Acı Aşk (მწარე სიყვარული) ოია მთავარი როლი
2009 Casus Kızlar (შპიონი გოგოები) ალექსი გახმოვანება
2010 Yahşi Batı (აღმოსავლეთი) მარი ლოუ მთავარი როლი
2011 El Yazısı (ხელნაწერი) ზეინეფი მთავარი როლი
2011 Behzat Ç. Seni Kalbime Gömdüm (ბეჰზათ ჩ.) სონგიული მთავარი როლი
სერიალი
წელი სახელი როლი შენიშვნა
2004 Metro Palas (მეტრო პალასი) ნაზანი მთავარი როლი
2005 Alacakaranlık (ბინდი) ირმაქ ბოზოღლუ დამხმარე პერსონაჟი
2005 Avrupa Yakası (ევროპის მხარე) - მოწვეული
2005 Güz Yangını (შემოდგომის ხანძარი) ჯეილანი მთავარი როლი
2006-2008 Sıla (სილა) სილა მთავარი როლი
2009-2011 Ezel (ეზელი) ეიშან ათაი მთავარი როლი
2010 Altın Kızlar (ოქროს გოგოები) ჯეილანი მოწვეული
2012 - 2013 დიდებული საუკუნე ფირუზე - ჰიუმეირა დამხმარე პერსონაჟი
2016 - 2017 დედა ზეინეფ გიუნეში მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]