ჯანი (ნოველა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჯანი“
Джан

ავტორი ანდრეი პლატონოვი
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული
თემა სოციალიზმი, საბჭოეთი, საბჭოთა კავშირი
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი გამოიცა 1935-ში, დაედო ცენზურა და სრულად 1999 წელს გამოიცა
მთარგმნელი გივი კიკილაშვილი
ქართულად გამოიცა 2013 (გამომცემლობა თეთრი გიორგი)
გვერდი 273 (ქართული გამოცემა, 2013)

ჯანი (რუს. Джан) — რუსი დისიდენტი მწერლის, ანდრეი პლატონოვის ნოველა, რომელზე მუშაობაც ავტორმა თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მცირე მოგზაურობისას, 1935 წელს დაასრულა, თუმცა, საბჭოთა ცენზურის გამო, დღის შუქი ნაწარმოებმა მხოლოდ 1999 წელს იხილა.

შეიძლება ითქვას, რომ ჯანი არის „სტალინური ეპოქის ტიპური სოციალისტურ-რეალისტური რომანი“, მაგრამ იგი შეიცავს ამ კატეგორისთვის არადამახასიათებელ სხვა ელემენტებსაც. ესაა ისტორია ნაზარ ჩაღატაევზე, „არარუს“ ეკონომისტზე, რომელიც ტოვებს მოსკოვს და მიემართება საკუთარი სამშობლოსკენ, დასახლებისკენ სახელწოდებით ჯან (რომელიც მდებარეობს თურქმენეთში), მომთაბარე თანამოძმეებისთვის სოციალიზმის გასაცნობად, ხალხისთვის, რომელიც გარიყულია თანამედროვე სოციუმიდან და, შეიძლება ითქვას, აღარაფერი შერჩენიათ, თუ არა საკუთარი სულები (ჯან - სპარსულად სულს ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს).[1]ჯანთან მიახლოებისთანავე ნაზარი იაზრებს, რომ ერს ვერაფერს უშველის და მათთან ერთად იწყებს სახიფათო მოგზაურობას ცენტრალურ აზიაში იქამდე, სანამ სიუჟეტის ბოლოს იგი კვლავ მოსკოვში დაბრუნდება.  სიუჟეტის ძირითად ნაწილი მოგვითხრობს ჯანის ხალხის სახიფათო მიგრაციას სარი-კამიშის დელტადან ყარაყორუმის უდაბნომდე.

გეოგრაფია განსაკუთრებულ როლს თამაშობს ამ ნოველაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პლატონოვი, როგორც რუსი მწერალი და დისიდენტი, იყო გაძევებული შუა აზიაში და ნაწარმოებს „ინსაიდერის“ პერსპექტივიდან ჰყვება.[2] სიუჟეტი ვითარდება 1930-იან წლებში, როდესაც მოხდა ნაციონალური დელიმიტაცია შუა აზიაში, რამაც გამოიწვია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის სოციალისტური რესპუბლიკების ჩამოყალიბება.[3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

თხრობა იწყება მთავარი გმირის, ნაზარ ჩაღატაევის მიერ მოსკოვის ეკონომიკური ინსტიტუტის დამთავრებით. ეზოში ის ხვდება ქალს, სახელად ვერა, და იმ საღამოს ნაზარი ვერასთან ატარებს. მის სახლში კედელზე შენიშნავს საინტერესო დიპტიქს და გაიგებს, რომ ვერა ორსულადაა, თუმცა ბავშვის მამა გარდაცვლილია. ის ამყარებს უცნაურ კავშირს ვერასთან და მის პატარა ქალიშვილთან, ქსენიასთან. ხშირი ვიზიტის შემდეგ, ის გადაწყვეტს ვერაზე დაქორწინდეს, მაგრამ ზაფხულის შემდეგ მას ქვეყნიდან წასვლა მოუწევს, რათა საკუთარ ერში სოციალიზმი იქადაგოს და დაეხმაროს მას, უკეთესად იცხოვროს.

იგი მატარებლის გამოყენებით გრძელ მოგზაურობას მოაწყობს სტეპის გავლით, შემდეგ მდინარე ამუდარიას ნავით გადალახავს და საბოლოოდ ჩააღწევს სარი-კამიში - იქ, სადაც მომთაბარეები ცხოვრობენ.  აქ ის ხვდება სუფიანს, მოლა ჩერქეზოვს, აიდიმსა და გიულჩატაის. ნაზარი აღმოაჩენს, რომ ისინი აბსოლუტურ გაჭირვებაში ცხოვრობენ, გაჭირვებაში, რომელიც სევდითა და ტკივილით იყო გასხივოსნებული. მოკლედ რომ ითქვას, მათი ყოფიერი პირობები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ითრევდა ტომს.

მოსამარაგებლად იგი ჩიმგიოში მიდის, სადაც მიიღებს წერილს ქსენიასგან. ის იტყობინება, რომ ვერა, საკუთარ ნაყოფთან ერტად, გარდაიცვალა. ნაზარი, მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა და დარდისა, მაინც გადაწყვეტს, იმოგზაუროს ჯანის ტომელებთან ერთად. ის ბრუნდება დელტაში და ესაუბრება ნურ-მუჰამედს, საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის წევრს, რომელსაც ჯანის ხალხზე მეთვალყურეობას დაავალებენ. მიუხედავად იმისა, რომ ნურ-მუჰამედი ამ ერში ხსნასა და გამოსავალს ვერ ხედავს, ჩაღატაევი გადაწყვეტს, გადაიყვანოს მომთაბარეები უკეთეს ადგილას იმ იმედით, რომ ტომის წევრებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები შეექმნბა.

ამ ნელი მიგრაციის დროს,როცა მომთაბარეები ყარაყორუმის უდაბნოს მიაღწევენ, ტომი თვითგადარჩენისთვის ბრძოლას იწყებს და მოხეტიალე ცხვრით გამოკვებას მიჰყვებიან. ამასობაში, ჩაღატაევი ნელ-ნეკლა ჩამოშორდება ჯგუფს დაღლილობისა და შიმშილის გამო. სიკვდილის მოახლოების დროს იგი ებრძვის ორ გიგანტურ ფრინველს, რომლებიც მას ესხმიან თავს, იარაღის გამოყენებით იცილებს მათ. ამასობაში ნურ-მუჰამედი, მიუხედავად ტომის წინამძღოლობისა, აგრეთვე, ნელ-ნელა ჩამოშორდება მათ. გაუპატიურების უცნაური სცენის დროს, აიდიმი ხედავს, რომ მფრინავ ორ გიგანტურ ფრინველს ჩაღატაევმა ტყვია ესროლა. ამ დროს იგი მიდის ნაზართან და ხედავს მას უგონო მდგომარეობაში.

აიდიმი სწრაფად ცდილობს ნაზარის ნუგეშისცემას და მის გონზე მოყვანას. ნურ-მუჰამედი კიდევ ერთხელ ცდილობს აიდიმის მოტაცებას და ავღანეთში წაყვანას. ნაზარი მის შეჩერებას ცდილობს, რის გამოც ისინი იჩხუბებენ, ორთაბრძოლა მაშინ მთავრდება, როცა ნაზარი ტყვიას ფეხში მოარტყავს და ნურ-მუჰამედი უდაბნოში მიიმალება.

ამ მომენტიდან მომთაბარეებმა რამდენიმე წევრი დაკარგეს, გაუარესებული მდგომარეობის გამო კი ისინი იმ გიგანტური ჩიტების მონადირებასა და შეჭმას იწყებენ, რომლებიც ნაზარმა მოკლა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ისვენებდნენ უსტ-იურთის მთებთან არსებულ სტეპებში, ხოლო, როცა მთებს მიაღწიეს, ტომზე მეურვეობა ისევ ნაზარმა და აიდიმმა აიღეს. ისინი ერთად მუშაობენ, რომ სნეული მოსახლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესონ, ააშენონ ხის სახლები და დაფუძნდნენ უსტ-მიურტის მთებში.

თუმცა, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად, მრავალი წევრი ტოვებს ჯგუფს და იწყება დაშლა. ნაზარი რჩება ზამთარში, შემდეგ მიდის ხივასა და სხვა ქალაქებში მათ მოსაძებნად. ჩაღატაევი თვლის, რომ სწორედ მან უნდა უზრუნველყოს საკუთარი ერის კეთილდღეობა, ამიტომ, ამ საქმის მოგვარების გარეშე, იგი მოსკოვში დაბრუნებას არ აპირებს. ის გაიცნობს ერთ გოგონას, სახელად ხანომს, რომელთანაც საინტერესო ურთიერთობას ამყარებს. ისინი ერთად რამდენიმე ღამეს ატარებენ რიგით ჩაიხანაში, წასვლის წინ კი ნაზარი სთხოვს მას, დარცეს მანამ, სანამ უკან არ დაბრუნდება.

ნაზარი მიდის ჩარჯოუში, სადაც ხვდება სუფიანს, ჩაიხანაში დაბრუნების შემდეგ კი ის შეიტყობს, რომ ხანომი მის მოსაძებნად გამოემართა. ამის შემდეგ, ის სწრაფად ადის უსტ-იურტას მთებში, რათა კიდევ ერთხელ ნახოს აიდიმი.

როცა მიდის, ნაზარი აღმოაჩენს, რომ ხანომი იქ ერის სხვა წევრებთან ერთად მისულიყო. მან (ხანომი) გადაწყვიტა დარჩეს და დაქორწინდეს მოლა ჩერქეზოვზე. საბოლოოდ, მდგომარეობა უმჯობესდება და თანდათან ნაზარი იაზრებს, რომ ის აღარაა საჭირო. დასარულს, ის ხანომს ტომის ახალ მეთაურად ნიშნავს და აიდიმთან ერთად მოსკოვისკენ მიემართება.

მოსკოვში დაბრუნებისას აიდიმი ქსენიას გაეცნობა და ერტმანეთს დაუმეგობრდებიან კიდეც. ქსენია აიდიმს ქალაქური ცხოვრების შეგუებაში ეხმარება - ის მას ატარებს აბანოში, დაჰყავს ტანსაცმლის საყიდლად და შეასწავლის ქალაქის ისტორიას. სიუჟეტი მაშინ მთავრდება, როცა ქსენია და ნაზარი ერთმანეთს ხელს ჩაჰკიდებენ. ნაზარი აღმოაჩენს, რომ დახმარება მხოლოდ სხვებისგან მოდის და არა საკუთარი თავისგან.

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლატონოვი ცდილობს, დაიცვას „სოციალისტური რეალიზმის“ სამაგისტრო შეთქმულება იმ ძირითადი ასპექტებით, როგორიცაა, მაგალითად ნაზარის გადაწყვეტილება ერისთვის სოციალიზმის ზიარებაში, რათა ისინი გახდნენ „ბედნიერები, პროგრესულები და მრავალრიცხოვანნი“.[4] ჯანის პერსონაჟები ამჟღავნებენ საბჭოთა საზოგადოების სოციალისტური ღირებულებების სურვილს, მაგრამ საბოლოოდ ისინი ამ მდგომარეობას ვერ აღწევენ.

ჯანში პლატონოვი თავდაპირველად ორიენტალისტურ მსგავსებებს ავლენს, შუა აზიის ტერიტორიის გამოსახულების ფონზე.[5] ტერიტორია აღწერილია, როგორც ვრცელი და გარდამტეხი, ხოლო ხალხი, როგორც უბედური, ღარიბი და ჩამორჩენილი. შუა აზიაში ორჯერ მოგზაურობის დროს ავტორმა შექმნა საკუთარი მემუარები და წერილები, რომლებსაც საკუთარ ცოლ-შვილსაც კი უგზავნიდა.[6] ამ წერილებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ იგი ცდილობს თურქმენეთის, როგორც ერის, ორიენტალისტური გზებით აღწერას.[7]

მკვლევართ აზრით, პლატონოვი, საკუთარი შემოქმედებით, ცდილობს აღწეროს რეალობა საბჭოთა სუბიექტურობით, თუმცა, კონკრეტულად ამ ნაწარმოებში, პლატონოვი ასახავს საბჭოთა სუბიექტურობას კოლექტიური ყოფის პირობებში.[8][9][10]

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ პლატონოვი ნაწარმოების განმავლობაში არაერთხელ ახსენებს იოსებ სტალინს მამობრივი და განდიდებული სახით, პლატონოვის ხედვა და ტექსტში არსებული დიდება, შეიძლება ითქვას, სრულებით ფალსიფიცირებულია და არ ემთხვეოდა სტალინის პირად შეხედულებებს 1930-იან წლებში. სხვადასხვა მკვლევარი აქცენტრირდება პლატონოვისა და სტალინის დაძაბულ ურთიერთობაზე და იმ გზებზე და ხრიკებზე, რომლის დახმარებითაც პლატონოვმა შეძლო, თავი დაეღწია სიკვდილს და დასხლტომოდა დიდი წმენდას.[11][12][13] [14] თუმცა, სასამართლოსა და პოტენციური გადასახლების თავიდან აცილების მიუხედავად, პლატონოვის „საბჭოთა სულისა“ და „სოციალისტური რეალობის“ ტექსტური წარმოდგენა პირდაპირ აპირისპირებდა მას სტალინისა და სრულიდან საბჭოეთის, ეს კი იმაშიც გამოვლინდა, რომ 1930-იან წლებში, ანუ იმ პერიოდში როცა ნაწარმოები დაიწერა, ნოველას გამოქვეყნება არ ეღირსა და პირველად, სრული სახით, თითქმის 70 წლის შემდეგ, 1999 წელს გამოიცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chandler, Robert (2017). „Bread for the Soul: Andrey Platonov“. Studia Litterarum. 2 (1): 244–267. doi:10.22455/2500-4247-2017-2-1-244-267. ISSN 2500-4247.
  2. Holt, Katharine.. The Rise of Insider Iconography : Visions of Soviet Turkmenia in Russian-Language Literature and Film, 1921-1935. OCLC 893604449. 
  3. Hirsch, Francine (2018-12-31). Empire of Nations. Ithaca, NY: Cornell University Press. DOI:10.7591/9780801455940. ISBN 978-0-8014-5594-0. 
  4. Clark, Katerina. (2000). The Soviet novel : history as ritual. Indiana University Press. ISBN 0-253-33703-8. OCLC 43884905. 
  5. Erley, Mieka (2014). "The Dialectics of Nature in Kara-Kum": Andrei Platonov'sDzhanas the Environmental History of a Future Utopia“. Slavic Review. 73 (4): 727–750. doi:10.5612/slavicreview.73.4.727. ISSN 0037-6779. S2CID 163220034.
  6. Платонов, Андрей Платонович, (1899-1951), Auteur. (2000). Записные книжки материалы к биографии. IMLI RAN. ISBN 5-9208-0002-X. OCLC 491078256. 
  7. Takhan, Serik (2012). „Следы Дневниковых Записей А. Платонова в Его Повести "Джан"“. Cuadernos de Rusística Española. 8: 249–257.
  8. Naiman, Eric (July 2001). „On Soviet Subjects and the Scholars Who Make Them“. The Russian Review. 60 (3): 307–315. doi:10.1111/0036-0341.00172. ISSN 0036-0341.
  9. KHAZANOV, PAVEL (2018-09-04). „Honest Jacobins: High Stalinism and the Socialist Subjectivity of Mikhail Lifshitz and Andrei Platonov“. The Russian Review. 77 (4): 576–601. doi:10.1111/russ.12201. ISSN 0036-0341. S2CID 149969933.
  10. Михеев, Михаил Юрьевич (2004). „Описание художественного мира А. Платонова по данным языка“ (რუსული). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  11. Chandler, Robert (2014). „"To Overcome Evil": Andrey Platonov and the Moscow Show Trials“. New England Review. 34 (3–4): 148–156. doi:10.1353/ner.2014.0005. ISSN 2161-9131. S2CID 170970700.
  12. Skakov, Nariman (2014). „Soul Incorporated“. Slavic Review. 73 (4): 772–800. doi:10.5612/slavicreview.73.4.772. ISSN 0037-6779. S2CID 233362257.
  13. Seifrid, Thomas, author (2009). A Companion to Andrei Platonov's The Foundation Pit. ISBN 978-1-61811-697-0. OCLC 1135589881. 
  14. Hellbeck, Jochen (2006-01-31). Revolution on My Mind. Cambridge, MA and London, England: Harvard University Press. DOI:10.4159/9780674038530. ISBN 978-0-674-03853-0.