ანდრეი პლატონოვი
| ანდრეი პლატონოვი | |
|---|---|
| რუს. Андрей Платонович Платонов | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 16 (28) აგვისტო, 1899[1] |
| დაბადების ადგილი | ვორონეჟი[2] |
| გარდაცვალების თარიღი | 5 იანვარი, 1951[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (51 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[2] |
| დასაფლავებულია | Armenian Cemetery |
| ფსევდონიმი | Платонов, А. Фирсов, Ф. Человеков და А Вагулов |
| საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი[7] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი[7] [9] , რომანისტი და კრიტიკოსი[9] |
| ენა | რუსული ენა |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი |
| ჟანრი | პროზა და პუბლიცისტიკა |
| Magnum opus | The Foundation Pit, Chevengur და Happy Moscow |
| ჯილდოები | მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ |
| შვილ(ებ)ი | M. A. Platonova და Platon Platonov |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | platonov-ap.ru |
ანდრეი პლატონის ძე პლატონოვი (რუს. Андре́й Плато́нович Плато́нов; ნამდვილი გვარი კლიმენტოვი, რუს. Климе́нтов;[10] დ. 28 აგვისტო, 1899 — გ. 5 იანვარი, 1951) — რუსი ფილოსოფოსი, დრამატურგი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ პლატონოვი თავს კომუნისტად თვლიდა, მისი ძირითადი ნაშრომები სიცოცხლის განმავლობაში გამოუქვეყნებელი დარჩა კოლექტივიზაციისა და სტალინისტური პოლიტიკის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამო. მისი ცნობილი ნაწარმოებებია ჩევენგური, ქვაბული, ჯანი და სხვა .
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პლატონოვი დაიბადა ვორონეჟის გარეუბანში, ჩერნოზემის რეგიონში. მამა რკინიგზის საამქროში მუშაობდა, დედა კი ადგილობრივი მესაათის შვილი იყო. პლატონოვი სწავლობდა ადგილობრივ სამრევლო სკოლაში, დაამთავრა ოთხწლიანი დაწყებითი განათლება საქალაქო სკოლაში და მუშაობა დაიწყო 13 წლის ასაკში, სადაზღვევო კომპანიაში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ სწავლობდა ვორონეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტრო ტექნოლოგიებს.
ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918-1921 წლებში პლატონოვი ინტენსიურად აქვეყნებს ლექსებს, მოთხრობებს, სტატიებსა და ესეებს ისეთ თემატიკებზე როგორიცაა: პოლიტიკა, ფილოსოფია, რელიგია, ეკონომიკა, მეცნიერება და სხვა. 1920 წელს შეუერთდა კომუნისტ ჟურნალისტთა კავშირს და მუშაობდა რედაქტორად ადგილობრივი რკინიგზის მუშათა კავშირის გაზეთში. 1920 წელს პლატონოვი აირჩიეს ვორონეჟში ახლად ჩამოყალიბებულ პროლეტარ მწერალთა კავშირის დროებით გამგეობაში. 1920 წლის ივლისში პლატონოვი მიიღეს კომუნისტურ პარტიაში მისი მეგობრის ლიტვინის (მოლოტოვის)[11] რეკომენდაციით. ის ესწრებოდა პარტიის შეხვედრებს, მაგრამ 1921 წლის 30 ოქტომბერს გარიცხეს პარტიიდან, როგორც „არასტაბილური ელემენტი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chevengur. Full text in English at Monoskop.org
- Fourteen Little Red Huts. Full text in English. From SovLit.net
- From the Notebooks of Andrei Platonov. From SovLit.net
- ანდრეი პლატონოვი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- Андрей Платонович Платонов Works in Russian at ImWerden
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რუსული ვიკიპედია — 2001.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Платонов Андрей Платонович — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 7.2 abART
- ↑ Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 69–75. — ISBN 5-94848-307-X
- ↑ Варламов А. Н. Андрей Платонов. — М.: Молодая гвардия, 2011. — 546 c. ISBN 978-5-235-03411-2.
- ↑ Alexei Varlamov, "Platonov and the Party", quoted in Online diary of Svetlana Koppel-Kovtun, 4 December 2016 (რუსული).