ჯანგო რეინჰარდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯანგო რეინჰარდტი
Django Reinhardt (Gottlieb 07301).jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჟან რეინჰარდტი
მეტსახელი ჯანგო
დაიბადა 23 იანვარი, 1910
ბელგია
წარმოშობა ბელგია
გარდაიცვალა 16 მაისი, 1953 (43 წლის)
საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, ბოშური ჯაზი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1928–1953
ასოციაციები სტეფანე გრაპელი, Quintette du Hot Club de France

ჯანგო რეინჰარდტი (ფრანგ. Django Reinhardt, დ. 23 იანვარი 1910 – გ. 16 მაისი 1953) — ფრანგული წარმოშობის ბელგიელი ჯაზ-გიტარისტი და ბოშური წარმოშობის კომპოზიტორი, რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკოსად ითვლება. ჯაზ-გიტარისტ ფრენკ ვინიოლას თანახმად, იგი 100-მდე სიმღერის ავტორია. ევროპიდან ჯანგო იყო პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭიერი ჯაზ-მუსიკოსი.[1][2]

მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის შედეგად მიღებული ტრავმის გამო ორ თითს ვერ იყენებდა, შექმნა ჯაზური გიტარის ტექნიკის საკუთარი სტილი (რომელსაც ხოლმე „მხურვალეს“ უწოდებენ), რაც შემდგომში ბოშური ჯაზის ტრადიციად ჩამოყალიბდა, ფრანგული წარმოშობის ბოშებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბენი გუდმენის ბენდს, უკანასკნელის თხოვნით, არ შეუერთდა, დიუკ ელინგტონის ბენდში 1946 წელს უკრავდა. 43 წლის ასაკში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მევიოლინე სტეფანე გრაპელისთან[3] ერთად რეინჰარდტმა პარიზში 1934 წელს ჩამოაყალიბა Quintette du Hot Club de France – ერთ-ერთი ორიგინალური ბენდი ჯაზური ჩანაწერების ისტორიაში[4].

რეინჰარდტის ყველაზე პოპულარული კომპოზიციები ჯაზურ სტანდარტებად იქცა. მათ შორის არის „Minor Swing“[5], „Daphne“, „Belleville“, „Djangology“, „Swing '42“ და „Nuages“. ვინიოლას თანახმად, თითქმის ყველა პოპულარული გიტარისტი შთაგონებული იყო ჯანგოთი, მათ შორის – პოლ მაკ-კარტნი, კით რიჩარდსი, უილი ნელსონი და ლეს პოლი[6] უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ევროპაში და აშშ-ში გაიმართა ჯანგოს სახელობის ყოველწლიური ფესტივალები, ხოლო მისი ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიული წიგნი გამოიცა.[1] 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა ფრანგული მხატვრული ბიოგრაფიული ფილმის „ჯანგო“ პრემიერა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1945 Paris 1945
  • 1947 Ellingtonia – Rex Stewart Band-თან ერთად – Dial 215
  • 1949 Djangology
  • 1951 Django Reinhardt and the Hot Club Quintet
  • 1951 At Club St. Germain
  • 1953 Django Reinhardt et Ses Rythmes
  • 1954 The Great Artistry of Django Reinhardt
  • 1954 Le Jazz Hot
  • 1955 Django's Guitar
  • 1959 Django Reinhardt and His Rhythm
  • 1963 **the immortal DJANGO REINHARDT guitar ** Essex productions inc. 1963
  • 1980 Routes to Django Reinhardt
  • 1991 Django Reinhardt - Pêche à la Mouche: The Great Blue Star Sessions 1947/1953
  • 1996 Imagine
  • 1997 Django Reinhardt: Nuages with Coleman Hawkins
  • 1998 The Complete Django Reinhardt HMV Sessions
  • 2000 The Classic Early Recordings in Chronological Order (5 CD)
  • 2001 All Star Sessions
  • 2001 Jazz in Paris: Swing 39
  • 2002 Djangology (რემასტერი, გამოვიდა 1948 წელს, Bluebird Records-ზე)
  • 2003 Jazz in Paris: Nuages
  • 2003 Jazz in Paris: Nuits de Saint-Germain des-Prés
  • 2004 Le Génie Vagabond
  • 2005 Djangology (ახალი გამოცემა, Bluebird)
  • 2008 Django on the Radio (რადიო ეთერის ჩანაწერები, 1945–1953)
  • 1995 Jazz & Blues collection (Editions Atlas, 1937–1940)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dregni, Michael (2004). Django: The Life and Music of a Gypsy Legend. Oxford University Press. ISBN 0-19-516752-X. 
  2. Jean-Baptiste BARONIAN (2015-10-08). Dictionnaire amoureux de la Belgique, გვ. 376. წაკითხვის თარიღი: 2017-05-30. 
  3. Django Reinhardt Jattendrai Swing 1939 live. YouTube (2015-11-23). წაკითხვის თარიღი: 2017-05-30.
  4. Jurek, Thom. The Hot Jazz: Le Hot Club de France, Vols. 1–4. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 30 November 2011.
  5. Django Reinhardt - Minor Swing - HD *1080p. YouTube (2013-03-28). წაკითხვის თარიღი: 2017-05-30.
  6. "Mainstay presents Frank Vignola," Record Observer (ისტონი, მერილენდი), 18 მარტი, 2010