ხოსია ლაშხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხოსია ლაშხიშვილი (გ. დაახლოებით 1671), ლეჩხუმის მფლობელი XVII საუკუნის 60-იან წლებში. 1661 ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს უჭერდა მხარს ვამეყ III დადიანის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან მოაწყო ვამეყ III დადიანის მკვლელობა სვანეთში. 1668 წელს ლაშხიშვილი ერთხანს ემხრობოდა ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის ტახტზე ასულ დარეჯან დედოფალს (თეიმურაზ I-ის ასული, იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის მეუღლე), შემდეგ კი აქტიურად მონაწილეობდა მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და თვითონვე მოკლა დარეჯან დედოფალი. ლაშხიშვილი მხარს უჭერდა დემეტრე გურიელს, იმერეთის სამეფო ტახტზე ასვლაში, შემდეგ მონაწილეობდა შეთქმულებაში, რომლის შედეგად ბაგრატ IV-მ იმერეთის ტახტი დაიბრუნა. უკანასკნელად მოხსენებულია 1669 წლის დეკემბრით დათარიღებულ ბაგრატ IV-ის წერილში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]