შინაარსზე გადასვლა

ხორციფერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორციფერა
Atraphaxis pyrifolia
Atraphaxis pyrifolia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ქვეგანყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მატიტელასებრნი
გვარი:  ხორციფერა
ლათინური სახელი
Atraphaxis

ხორციფერა (ლათ. Atraphaxis) — მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ჩხვლეტია ბუჩქებია, ხეშეში, თითქმის ტყავისებრი მარტივი ფოთლები აქვთ.

გავრცელებულია ძირითადად წინა და შუა აზიაში. კავკასიაში ცნობილია ხორციფერას 5 სახეობა, საქართველოში - 2. Atraphaxis spinosa-ს ფოთოლი პატარაა, სქელი, მონაცრისფრო-მწვანე, Atraphaxis caucasica-სი უფრო დიდი ზომისაა, მწვანე. ორივეს მოთეთრო ან ვარდისფერი ყვავილები აქვს.

გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში მშრალ და ქვიან ადგილებზე მთის შუა სარტყელამდე, ხშირად — მშრალ მეჩხერ ტყეში. დეკორატიულია და კლდიანი ადგილების გასამწვანებლად იყენებენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]