შინაარსზე გადასვლა

ხონდემირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყიას ალ-დინ იბნ ჰუმამ ალ-დინ ალ-ჰუსეინ ხონდემირი ან უბრალოდ ხონდემირი (დ. 1475, ჰერათი — გ. 1535[1] დელი) — სპარსელი ისტორიკოსი. დაიბადა სწავლულთა და დიდმოხელეთა ოჯახში. იზრდებოდა მირხონდთან, ერთი პერიოდი ალიშერ ნავოი (1441-1501 წწ.) მფარველობდა. ეჭირა სხვადასხვა საერო თანამდებობა. თემურიდების დაცემის შემდეგ (1507 წელს) მსახურობდა სეფიანთა შაჰ ისმაილთან. 1528 წელს გადავიდა დიდ მოგოლთა კარზე. ხონდემირის მთავარი ნაშრომია მსოფლიო ისტორიის ტიპის სამტომეული „ცხოვრებათა მეგობარი“ („ჰაბიბ ალ-სიჲარ“), რომელიც ძვირფასი წყაროა XV-XVI საუკუნეების (1524 წლამდე) ირანისა და მისი მეზობელი ქვეყნების შესასწავლად, ხონდემირს ეკუთვნის ასევე თხზულებები: „ცნობილი ვაზირების ბიოგრაფიების კრებული“ („დასთურ ალ-ვუზარა“), „ჰუმაიუნის ბრძანებების კრებული“ („ჰუმაიუნნამე“ ანუ „კანუნი ჰუმაიუნი“). წერდა ლექსებსაც ლიტერატურული ფსევდონიმით მუვარიხი.

  1. სხვა ცნობებით 1539 ან 1540 წელი