ხინოტეგა — სიდიდით მეორე დეპარატმენტი ნიკარაგუაში, ჰონდურასის საზღვართან. მისი ფართობი არის 9,755 კმ², მოსახლეობა კი აღწევს 297,300 (2005). დეპარტამენტის დედაქალაქი არის ხინოტეგა.
ხინოტეგაში მდებარეობს აპანასის ტბა, სადაც შესაძლებელია თევზაობა და კატერით სეირნობა ტბის გარშემო. დეპარტამენტის ტერიტორიაზე მდებარეობს პატარა ქალაქი სან რაფაელ დელ ნოტრე. სან რაფაელი იყო სანდინოს ჯარების შტაბ-ბინა 1920-1930-იან წლებში. სან რაფაელში არის პატარა ეკლესია და სანდინოსა და მისი ცოლის ბლანკა არაუსის მუზეუმი.