მატაგალპა — დეპარტამენტი ნიკარაგუაში. მისი ფართობი არის 8,523 კმ², მოსახლეობა კი 484,900 (2005). დედაქალაქი არის მატაგალპა. მატაგალპა არის ნიკარაგუის სიდიდით მეოთხე დეპარტამენტი, მოსახლეობის რიცხოვნებით კი-მეორე.
დეპარტამენტი არის განვითარებული პროვინცია. აწარმოებს ხორცპროდუქტებს, ყავას, რძის პროდუქტებს, ბოსტნეულს, ხეს, ოქროს, ყვავილებს. მატაგალპა მიმზიდველია ეკოტურისტებისთვის თავისი მრავალი მდინარით, ტყითა და გეოგრაფიით.