შინაარსზე გადასვლა

ხელოვნებით — მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხელოვნებით — მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ (ბელარ. Праз мастацтва — да міру і ўзаемапаразумення) — ჯილდო, რომელსაც იღებენ კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, შემოქმედებითი გუნდები, ორგანიზაციები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის განმტკიცებაში, ჰუმანისტურ იდეალებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლიო მხატვრული კულტურის მიღწევების პოპულარიზაციაში.

ჯილდოს გადასცემს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ან მის მიერ უფლებამოსილი ოფიციალური პირი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის — „სლავიანსკი ბაზარი ვიტებსკში“ გახსნის ცერემონიაზე.

ჯილდოს მფლობელთა სახელები უკვდავყოფილია ამფითეატრთან ახლოს, „ვარსკვლავების ხეივანში“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]