ალა პუგაჩოვა
ალა პუგაჩოვა | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ალა პუგაჩოვა |
დაბ. თარიღი | 15 აპრილი, 1949 |
დაბ. ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
ჟანრ(ებ)ი |
პოპი ტრადიციული პოპი ახალი ტალღა დისკო ფანკ-როკი ბლუზ-როკი |
საქმიანობა |
მომღერალი კომპოზიტორი მსახიობი |
აქტიური | 1965–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Melodiya World Record Music |
ჯილდოები | წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი[1] , სსრკ-ის სახალხო არტისტი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი[2], ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი[3], რსფსრ-ის სახალხო არტისტი, რუსეთის სფსრ-ის დამსახურებული არტისტი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, „მეგობრობის“ ორდენი[4] , ხელოვნებით — მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ, სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები, Order of the Friendship of Peoples[5] , 100 ქალი[6] და ოქროს გრამოფონი |
ხელმოწერა |
![]() |
ალა პუგაჩოვა ვიკისაწყობში |
ალა პუგაჩოვა (რუს. Пугачёва, Алла Борисовна; დ. 15 აპრილი 1949, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი ესტრადის მომღერალი, კომპოზიტორი-სიმღერების მთხზველი, ესტრადის რეჟისორი, პროდიუსერი, კინომსახიობი და ტელეწამყვანი. სსრკ სახალხო არტისტი (1991). რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).
კარიერა 1965 წლიდან დაიწყო. მის რეპერტუარში შედის 500-ზე მეტი სიმღერა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ, უკრაინულ ენებზე, ხოლო დისკოგრაფია ითვლის 100-ზე მეტ სოლო გრამფირფიტას (17 ალბომი, 34 სინგლი და 25 „კომპილაცია“ და კრებული). რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების გარდა პუგაჩოვას ალბომები გამოიცემოდა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში. დისკების საერთო ტირაჟმა გადააჭარბა 250 მილიონ ეგზემპლარს. ალა პუგაჩოვამ წარადგინა რუსეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 1997 წელს.
პუგაჩოვა 5 წლიდან მუსიკით იყო გატაცებული. საშუალო სკოლის დამთვრების შემდეგ მან მოსკოვის იპოლიტე ივანოვის სახელობის მუსიკალურ სახელმწიფო სასწავლებელში, სადირიჟორო-გუნდის განყოფილების განხრით განაგრძო სწავლა. პროფესიული სოლოკარიერის დაწყებამდე ბევრ მუსიკალურ კოლექტივთან ერთად მუშაობდა. პირველი სიმღერა „Робот“ დილის გადაცემისთვის შეიქმნა და მას დიდი წარმატება მოუტანა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რადიოსადგურის „ახალგაზრდობის“ ჯგუფთან ერთად, მომღერალმა დასავლეთ ციმბირში პირველი გასტროლები გამართა.
საერთაშორისო აღიარება 1975 წელს, ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსმა „ოქროს ორფეოსმა“ მოუტანა, სადაც მის მიერ შესრულებული სიმღერა „არლეკინო“ ერთხმად აღიარეს საუკეთესოდ და ალა პუგაჩოვას ფესტივალის გრან-პრი გადაეცა.
1979 წელს გამოვიდა ფილმი „ქალი, რომელიც მღერის“, რომელშიც მთავარ როლს ალა პუგაჩოვა ასრულებდა. საბჭოთა კინოგაქირავებაში ფილმმა 1979 წელს პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ალა პუგაჩოვას ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიენიჭა „წლის საუკეთესო მსახიობი ქალის“ წოდება. ფილმში გამოყენებულია სიმღერები, რომლებისთვისაც მუსიკა ალექსანდრე ზაცეპინის გარდა, თავად ალა პუგაჩოვამაც დაწერა, „ბორის გორბონოსის“ ფსევდონიმით.
დღეისათვის ჩამოშორდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი. მისი ერთ-ერთი შვილი კრისტინა ორბაკაიტე აგრეთვე მომღერალია. პუგაჩოვა ამჟამად ქორწინებაში იმყოფება მაქსიმ გალკინთან.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- 1977 – Зеркало души
- 1979 – Арлекино и другие
- 1979 – Поднимись над суетой!
- 1980 – То ли ещё будет…
- 1982 – Как тревожен этот путь
- 1985 – Ах, как хочется жить
- 1985 – Watch Out
- 1986 – …Счастья в личной жизни!
- 1987 – Пришла и говорю
- 1990 – Алла
- 1991 – Рождественские встречи I
- 1992 – Рождественские встречи II
- 1995 – Не делайте мне больно, господа
- 1998 – Да!
- 2001 – Речной трамвайчик
- 2003 – Живи спокойно, страна!
- 2008 – Приглашение на закат
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალა პუგაჩოვა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (რუსული)
- ↑ https://newsarmenia.am/news/politics/arm1-20090926-42137055/
- ↑ https://yeltsin.ru/archive/video/13288/
- ↑ http://fan-club-alla.ru/2014/04/putin-nagradil-allu-pugachevu/
- ↑ https://www.newsmuz.com/news_3_16868.htm
- ↑ https://www.awards.by/nagrazhdenija/orden-druzhby-narodov/
- ↑ https://www.bbc.co.uk/news/resources/idt-75af095e-21f7-41b0-9c5f-a96a5e0615c1
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- II ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- XX საუკუნის რუსი მომღერლები
- დაბადებული 1949
- ევროვიზიის კონკურსანტები
- XX საუკუნის რუსი ქალი მსახიობები
- დაბადებული 15 აპრილი
- XXI საუკუნის რუსი ქალი მსახიობები