შინაარსზე გადასვლა

ნიკოლაი ბასკოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი ბასკოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1976
დაბ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
წარმოშობა რუსი
ჟანრ(ებ)ი ესტრადა, ოპერა
პოპ-მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი
აქტიური 1989 — დღემდე
საიტი http://baskov.ru/
ნიკოლაი ბასკოვი ვიკისაწყობში

ნიკოლოზ ვიქტორის ძე ბასკოვი (რუს. Никола́й Ви́кторович Ба́сков; დ. 15 ოქტომბერი, 1976, მოსკოვი, სსრკ) — რუსი საესტრადო და საოპერო მომღერალი, კომპოზიტორი, ტელეწამყვანი, კინომსახიობი, პედაგოგი, მუსიკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების კათედრის პროფესორი[1], რუსეთის სახალხო არტისტი (2009), ჩეჩნეთის სახალხო არტისტი (2005), ბაშკირეთის სახალხო არტისტი (2022).

დაიბადა 1976 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვში. ბასკოვების ოჯახი ცხოვრობდა ბალაშიხაში (მოსკოვის ოლქი), სადაც ნიკოლაის მამა მსახურობდა. 2019 წლიდან მამა გდრ-ში გადავიდა ოჯახთან ერთად, სადაც 5 წელი იმსახურა დრეზდენში, კიონისბრუკსა და ჰალეში.

1997 წელს რუსული რომანსების ახალგაზრდა შემსრულებლების პირველი კონკურსის „რომანსიადას“ ლაურეატი გახდა.[2]

1998 წლიდან — ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ამავე წელს რუსეთის ახალგაზრდა საოპერო მომღერლების კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა. 1999 წელს გახდა დიდი თეატრის სტაჟიორი და 1999 წლის 19 ივნისს პირველად გამოვიდა სცენაზე ლენსკის პარტიით ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“.[3]

2003 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

2010 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის მაგისტრატურა.

2011-2016 წლებში მოსკოვის მ. შოლოხოვის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში იყო ვოკალის კათედრის პროფესორი, 2016 წლიდან კი — მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტში.

  • 2003 — პროექტ „სახლი“-ს წამყვანი ტელეარხზე „ТНТ“
  • 2005-2018 — „შაბათ საღამოს ნიკოლაი ბასკოვთან ერთად“ მუდმივი წამყვანი ტელეარხზე „Россия-1“
  • 2021 წლიდან — პროგრამის „დილის ფოსტა ნიკოლაი ბასკოვთან ერთად“ წამყვანი ტელეარხზე „Россия-1“
  • 2021 წლიდან — მუსიკალური შოუს „დუეტების“ რუსული ვერსიის წამყვანი ტელეარხზე „Россия-1“

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისთვის ბასკოვი შყვანილია სანქცირებულების სიაში ლატვიაში[4], უკრაინაში, კანადაში[5]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Андреева Ю. Ближнее море. — Litres, 2016. — 426 с. — ISBN 5-457-03677-4, ISBN 978-5-457-03677-2.
  • Подгорбунский Б. К. Николай Басков. Творчество. — М.: Воениздат, 2011. — 600 с. — ISBN 978-5-203-02127-4.
  • Уварова Е. Д. Эстрада России, XX век: энциклопедия. — М.: ОЛМА Медиа Групп, 2004. — 861 с. — ISBN 5-224-04462-6, ISBN 978-5-224-04462-7. — С. 62.
  • Шилина В. М. Николай Басков — певец любви. — М.: Бином-Пресс, 2006. — 303 с.