ხევისკარის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხევისკარის ციხეარქიტექტურული ძეგლი თურქეთის რესპუბლიკაში, არტაანის პროვინციის გიოლეს/კოლა რაიონის სოფელ დურანმაჩში. ძეგლი თავისი მდებარეობით ისტორიული მესხეთის ტერიტორიას წარმოადგენს.

ციხე-სიმაგრის სახელწოდება — ხევისკარი ქართულია, მას მეორენაირად ხიმისკარსაც უწოდებენ. ტოპონიმი „ხევისკარი“ მოხსენიებულია XVI-XVIII საუკუნეების თურქულ დავთრებში. ივანე ჯავახიშვილისა და ევგენი ბარამიძის მიერ შედგენილ რუკაზე ხევისკარი კოლას ტერიტორიაზე დადაშენის დასავლეთითაა ლოკალიზებული. იგივეს იმეორებს თ. ხუციშვილის შედგენილი ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2014 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების რუკა. სავარაუდოდ ტერმინი „ხევისკარი“ არქაულია და იმ პერიოდისაა როდესაც ისტორიულ-გეოგრაფიული ქვეყნები განსაზღვრული ტერმინით აღინიშნებოდა ანუ საქართველო ხევებად დაყოფილ პოლიტიკურ სივრცეს ქმნიდა, მათ შორის იყო კოლას ხევი, ანუ კოლას ქვეყანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ. 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დავთარი. III. თბ. 1958; გვ. 596. თურქული ტექტსი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ცისანა აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მიხეილ სვანაძემ. თბ. 1979
  • საქართველოს ისტორიული რუკა. შედგენილი ევ. ბარამიძის მიერ ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით თბ. 1923.
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. VIII, თბ. 1975