არჩილ ხანდამაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხანდამაშვილი, არჩილ)
არჩილ ხანდამაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2017
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული4 ოქტომბერი, 1975 (1975-10-04) (48 წლის)
ვეჯინი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის საბანკო საფინანსო ინსტიტუტი
პროფესიაფინანსისტი

არჩილ ხანდამაშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1975, ვეჯინი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ფინანსისტი და პოლიტიკოსი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი 2017 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1975 წლის 4 ოქტომბერს. 1992-1996 წლებში სწავლობდა თბილისის საბანკო საფინანსო ინსტიტუტში, საერთაშორისო ეკონომიურ ფაკულტეტზე, საერთაშორისო ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით. 1996-1997 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გურჯაანის ორგანიზაციის პრეს-სამსახურის უფროსი. 1998-1999 წლებში იყო „VTB ბანკის“ გურჯაანის რეგიონული ფილიალის სპეციალისტი ეკონომიურ განყოფილებაში. 1999-2002 წლებში ამავე ფილიალის მმართველის მოადგილე. 2003-2004 წლებში კი — ამავე ფილიალის მმართველი. 2010 წლიდან იყო „სახალხო ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მმართველი. 2017 წელს აირჩიეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]