ხაინანი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხაინანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ხაინანი
მშობ. სახელი: ჩინ. 海南岛
Hainan tmo 07feb05 250m.jpg
სატელიტური ფოტო
გეოგრაფია
მდებარეობა სამხრეთ ჩინეთის ზღვა, წყნარი ოკეანე
კოორდინატები 19°00′ ჩ. გ. 109°30′ ა. გ. / 19.000° ჩ. გ. 109.500° ა. გ. / 19.000; 109.500
ფართობი 34 000 კმ²
ქვეყანა
პროვინცია ხაინანი
ხაინანი (კუნძული) — ჩინეთი
ხაინანი (კუნძული)

ხაინანი (ჩინ. 海南島 / 海南岛, პინ. Hǎinán Dǎo) — კუნძული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კონტინენტისაგან გამოყოფილია ხაინანის სრუტით. ჩინეთის ტერიტორიაა. ფართობი 34 000 კმ²-ია. ჩრდილოეთში ალუვიური ვაკეა, სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში — დაბალი და საშუალო სიმაღლის (1867 -მდე, მწვერვალი უჯიშანი) მთები. ჰავა ტროპიკული, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა ვაკეზე 16–19°C-ია, ივლისისა — დაახლოებით 29°C, ნალექები — 1200–1500 მმ წელიწადში, მთაში 3000 მმ (მაქსიმალური ზაფხულში მოდის). მთაში მუსონური ტროპიკული ტყეა. ვაკეზე მოჰყავთ ბრინჯი, ბამბა და სხვა კულტურები. ხაინანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ხაიკოუ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]