ჭიკაანის მეორე კოშკი
იერსახე
ჭიკაანის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მიდამოებში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კოშკი სათავდაცვოა, გეგმით ოთხკუთხა. ნაგებია ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე ჩანგრეულია ხის სართულშუა გადახურვა (ჩანს კოჭების ბუდეები). შესასვლელები მეორე სართულის აღმოსავლეთ (ამჟამად ამოშენებულია) და დასავლეთ კედლებშია. სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი ორმაგი სათოფურია მოწყობილი სამხრეთ კედელში კი ერთი ორმაგი ერთი ცალმაგი სათოფური. მესამე სართულის ოთხივე კედელში ორმაგი სათოფურებია გაჭრილი სამხრეთ კედელში ჩანს სარკმლის კვალი. კოშკის მეოთხე სართულის კედლებიდან მხოლოდ მცირე ნაწილებიღა შემორჩა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 473.