ჭეჭველა
იერსახე
ჭეჭველა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Vaccaria | ||||||||||||
|
ჭეჭველა (ლათ. Vaccaria) — მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ბალახებია. ფოთლები ლანცეტა ან კვერცხისებრია. ყვავილები ვარდისფერია. ნაყოფი კოლოფია. რამდენიმე სახება
გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში და აზიის ზომიერ სარტყელში, საქართველოშიც იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — Vaccaria hispanica; გვხვდება მდელოებზე, მინდვრებსა და რუდელარულ ადგილებში, ზღვის დონიდან 1 000 - 2 000 მ. სიმაღლეზე. ჭეჭველა სარეველა ბალახია, განსაკუთრებით საგაზაფხულო პურის ნათესებში.
გავრცელებულია საქართველოს და კავკასიის ყველა რაიონში, პოლარქტიკულ ოლქში. თესლი შხამიანია, იყენებენ ხალხურ მედიცინაში, ამასთანავე დეკორატიული მცენარეა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუყბანიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 392.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jepson Manual Treatment (ინგლისური)
- USDA Plants Profile (ინგლისური)
- GRIN Species Profile დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ვაშინგტონ ბურკის მუზეუმი (ინგლისური)
- ავსტრალიის ფლორა დაარქივებული 2011-03-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ფოტო გალერეა (ინგლისური)