ჭალისოფლის ყველაწმინდის ეკლესია
იერსახე
ჭალისოფლის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელის ჭალისოფლის ცენტრალურ ნაწილში. განეკუთვნება XVII საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია, ჩამონგრეულია გადახურვისა და კედლების დიდი ნაწილი. სამხრეთით არქიტრავიანი სწორკუთხა კარია. ერთადერთი სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთითაა, სწორკუთხა საკურთხეველში, სარკმლის წინ სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. აღმოსავლეთით კედლეში ჩასმულია ჯვრისგამოსახულებიანი ქვა, ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 351.