წყლის სურო
იერსახე
| წყლის სურო | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Hydrocharis | ||||||||||||||
| ||||||||||||||
წყლის სურო (ლათ. Hydrocharis) — მცენარეთა გვარი წყლისსუროსებრთა ოჯახისა. წყლის ზედაპირზე მოტივტივე პატარა ბალახებია. უმეტესად ვეგეტატიურად მრავლდებიან; ივითარებენ მოზამთრე კვირტებს, რომელიც შემოდგომაზე ფსკერზე იძირება, გაზაფხულზე წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება და მათგან ახალი მცენარეები ვითარდება. კვირტებს ლორწოვანი გარსი აქვთ, ადვილად ეკვრის ცხოველებს და სხვა წყასაცავებშიც გადადის.
ცნობილია წყლის სუროს 2 სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ევროპისა და აზიის დამდგარსა და მდორე მტკნარ წყლებში. საქართველოში იშვიათად გვხვდება ჩვეულებრივი წყლის სურო (H. morsus-ranae).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კ. ქიმერიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 369.