წვეროსანი ჩიტის ბირკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წვეროსანი ჩიტის ბირკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ჩიტის ბირკა
სახეობა:  წვეროსანი ჩიტის ბირკა
ლათინური სახელი
Lappula barbata (M.Bieb.) Gurke, 1897
სინონიმები
სია
    • Anchusa leucojifolia Lehm.
    • Echinospermum barbatum (M.Bieb.) Lehm.
    • Echinospermum cariense Boiss.
    • Echinospermum myosotiflorum A.DC.
    • Echinospermum triseriale Bunge
    • Echinospermum triseriale Kar. & Kir. ex Ledeb.
    • Echinospermum zapateri Pau ex Magnier
    • Lappula echinata var. barbata (M.Bieb.) Kuntze
    • Lappula echinata var. cariensis (Boiss.) Kuntze
    • Lappula saxatilis (Pall.) Kusn.
    • Myosotis barbata M.Bieb.
    • Myosotis saxatilis Pall.
    • Rochelia barbata (M.Bieb.) Roem. & Schult.

წვეროსანი ჩიტის ბირკა (ლათ. Lappula barbata) — ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 20-70 სმ სიმაღლის, სწორად მდგომი, ზედა ნაწილში საგველასებურად დატოტვილი ღერო, რომელიც რბილი და მოკლე ბეწვითაა დაფარული. ფესვთანური ფოთლები შეკრებილია როზეტად, ფორმით ლანცეტა-ნიჩბისებურია, 3-7 სმ სიგრძისა და 5-8 მმ სიგანის. ყვავილედი მსხმოიარობისას (ე.ი. ნაყოფედი) სიგრძით 20 სმ-მდეა. გვირგვინი ცისფერია ან მოთეთრო, ბრტყელი, ბორბლისებური. ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივლისში.[1]

გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მცირე და შუა აზიაში, ირანში. საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთ ნაწილში, აჭარასა და იმერეთში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე — ქვიან ადგილებში, ნახევარუდაბნოს, სტეპისა და ფრიგანისეულ მცენარეულობაში.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 102.