ფრიგანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Phrygana.jpg

ფრიგანა (ბერძნ. phryganon — ფიჩხი) — ქსეროფილური ქონდარა, ხშირად ეკლიანი და ბალიშა ბუჩქების, ბუჩქბალახებისა და ბალახების (მათ შორის ბევრი ეფემერის) მცენარეულობა. მისი გავრცელების კლასიკური მხარეა ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც ვითარდება ჩვეულებრივად მაკვისის, გარიგას და მუხნარების გაჩეხის შედეგად; დამახასიათებელია ეკლიანი ურაშა, ეკლიანი რძიანა, კურდღლისცოცხა, გლერძი და სხვა. ანალოგიური მცენარეულობა ფართოდაა გავრცელებული წინა აზიაში, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში ფრიგანას ქმნის გლერძის, ზღარბას, ბეგქონდარას, მუზარადას, სალბის (მაგ., გარეჯის სალბი), დედაფუტკარას და სხვა ფიტოცენოზები; ვითარდება მშრალ ხირხატიან ადგილებში მთის ზემო სარტყლამდე. ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ფრიგანას თავისებური ვარიანტია ტომილარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]