შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ფონ ბუნგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Bunge)
ალექსანდრე ბუნგე
გერმ. Alexander von Bunge
დაბ. თარიღი 24 სექტემბერი, 1803(1803-09-24)[1] [2]
დაბ. ადგილი კიევი[3]
გარდ. თარიღი 18 (30) ივლისი, 1890[2] [4] (86 წლის)
გარდ. ადგილი Kiltsi, Wierland County, Estonia Governorate, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია რაადის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი, ბოტანიკოსი[5] , პროფესორი, ექიმი, ბოტანიკური კოლექციონერი[6] [7] [8] [9] [10] და სამეცნიერო კოლექციონერი[10]
მუშაობის ადგილი ყაზანის უნივერსიტეტი[11] და დერპტის უნივერსიტეტი[11]
ალმა-მატერი დერპტის უნივერსიტეტი[12]
განთქმული მოსწავლეები ედმუნდ რუსოვი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი[12]
მეუღლე Elisabeth Bunge და Wilhelmine Bunge
მამა Andreas Theodor von Bunge
დედა Elisabeth von Bunge
შვილ(ებ)ი გუსტავ ფონ ბუნგე, ალექსანდრე ბუნგე[13] , Q116000346?, Alexander Salomo Benvenuto Bunge და Friedrich Woldemar Ferdinand von Bunge
ჯილდოები ბაერის მედალი[14]

ალექსანდრე გეორგ ფონ ბუნგე (რუს. Алекса́ндр Андре́евич Бу́нге; გერმ. Alexander von Bunge; დ. 6 ოქტომბერი, 1803 ― გ. 18 ივლისი, 1890) ― რუსი ბოტანიკოსი. ცნობილია სამეცნიერო ექსპედიციებით აზიაში, განსაკუთრებით, ციმბირში.

ალექსანდრე ბუნგე რუსეთის იმპერიაში მცხოვრები გერმანელების ოჯახში დაიბადა. მამა, ანდრეას თეოდორი, გეორგ ფრიდრიხ ბუნგეს, XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ პრუსიიდან რუსეთში ემიგრირებული ფარმაცევტის ვაჟი იყო. ტარტუს უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა, მოგვიანებით კი ყაზანში ბოტანიკის პროფესორად მუშაობდა. 1835 წელს ტარტუში დაბრუნდა, სადაც 1867 წლამდე ბოტანიკას ასწავლიდა. ბუნგე თანამშრომლობდა მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის პროფესორთან, დიდერიხ ფრანც ლეონარდ ფონ შლეხტენდალთან.[15] ტარტუში 1881 წლამდე დარჩა, სადაც ბოლო პერიოდში ესტონეთის ფლორას იკვლევდა.[16]

1826 წელს კარლ ფრიდრიხ ფონ ლედებურთან და კარლ ანტონ ფონ მეიერთან ერთად ყაზახეთის სტეპსა და ალთაის მთიანეთში იმოგზაურა.[17][18] 1830-1831 წლებში ციმბირის გავლით პეკინში იმოგზაურა და მონღოლური ფლორა გამოიკვლია.[15] 1857-1858 წლებში ხორასნისა და ავღანეთის სამეცნიერო ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.[18]

ბუნგეს ვაჟი გუსტავი (1844-1920) ფიზიოლოგი,[15] მეორე ვაჟი ალექსანდრე ფონ ბუნგე (1851-1930) კი მკვლევარი და ზოოლოგი იყო.[19]

  1. https://pantheon.world/profile/person/Alexander_Georg_von_Bunge
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Бунге Александр Андреевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. verschiedene Autoren Allgemeine Deutsche Biographie / Hrsg.: Historische Commission bei der königl. Akademie der WissenschaftenL: Duncker & Humblot, 1875.
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #117155780 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. Bionomia — 2018.
  7. Bionomia — 2018.
  8. Bionomia — 2018.
  9. Bionomia — 2018.
  10. 10.0 10.1 Bionomia — 2018.
  11. 11.0 11.1 Сытин А. К., Сластунов Д. Д. В.Л. Комаров и авторы «Флоры СССР», Vladimir Komarov and the authors of “Flora of the USSR” // Историко-биологические исследования — 2021. — Т. 13, вып. 1. — С. 24–71. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24411/2076-8176-2021-11002
  12. 12.0 12.1 Феклова Т. Ю. К истории ботанических исследований Российской Духовной миссии в Пекине в первой половине XIX в., On the History of the Botanical Investigation Made by the Russian Orthodox Mission in China in the First Half of the XIX Century // Историко-биологические исследования — 2016. — Т. 8, вып. 4. — С. 52–68. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  13. Бунге, Александр Александрович // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IVа. — С. 926.
  14. Манойленко К. В. Награды имени академика К.М. Бэра: история основания, значение, Awards Named for the Academician Karl von Baer: A History of Their Foundation and Significance // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 1. — С. 26–47. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  15. 15.0 15.1 15.2 Alexander von Bunge (1803–1890), a prominent researcher of Mongolian flora დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Martin-Luther-University Halle-Wittenberg | Schlechtendalia P-ISSN 1436-2317 E-ISSN 2195-9889
  16. JN Nutrition Biography of Gustav B. von Bunge
  17. CRC world dictionary of plant names. 1. A – C by Umberto Quattrocchi
  18. 18.0 18.1 JSTOR Global Plants Bunge, Alexander Andrejewitsch (Aleksandr Andreevic (Aleksandrovic) von (1803–1890))
  19. Encyclopedia of the Arctic by Mark Nuttall