წაწიას ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წაწიას ხატი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყრდიონის აღმოსავლეთით, 2,5 კილომეტრზე, ორ პატარა ხევს შორის მოქცეული ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ნაგებობის გადახურვა, სამხრეთ და დასავლეთ კედლები მთლიანად ჩამონგრეულია. ჩრდილოეთ კედლის პერანგის უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია. შემორჩენილია კონქისა და აფსიდის მხრების ნაწილები. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა. შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით, აფსიდის მხართან, პატარა სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]